მშრალი წყალი

მშრალი წყალი

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს „მშრალი წყალი“ – ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, გახვეულია კრემნიუმის დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.

„მშრალი წყალი“ რევოლუციას მოახდენს ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით, ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იგი სამჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი, ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს, ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. „მშრალი წყალი“, აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.

რობინიდან ბეტმენობამდე ანუ სმარტვოჩის მომავალი

რობინიდან ბეტმენობამდე ანუ სმარტვოჩის მომავალი

1940იანი წლების მუტლფილმში „დიკ ტრეისი“, მთავარი პერონაჟი კომუნიკაციისთვის საათში ჩამონტაჟებულ ორხმხრივ რადიო/ტელევიზორ მოწყობილობას იყენებდა. ალბათ ეს იყო სმარტვოჩის პირველი პროტოტიპი, რომელსაც 80-იან წლებში კომპანია Seiko შეეჭიდა. 1982 წელს Pulsar-ი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საათი მხოლოდ 24 სიმბოლოს იტევდა და ბლუთუსსა და ინტერნეტთან წვდომა 10 წლით იყო დაშორებული, ფასი მაინც საკმაოდ სოლიდური ჰქონდა.