მსოფლიოს პირველი მფრინავი კაბა

 

2013  წლის 11 ნოემბერს artRAVE-ის საღამოზე ამერიკელმა პოპმომღერალმა ლედი გაგამ მოაწყო მსოფლიოს პირველი მფრინავი კაბის “Volantis”-ის პრეზენტაცია.  “Volantis” უკანასკნელი 2 წლის გამნავლობაში იქმნებოდა და მასზე მუშაობდა ლედი გაგას პიარჯგუფის “Haus of GaGa”-ს ტექნიკური განშტოება, TechHaus და NASA.  მომღერლის განცხადებით, ეს გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური გამოგონება, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება და სრულყოფილი სახის მიღების შემდგომ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“Volantis”-ის ტურბინის თვლები გარშემორტყმულია ექვსი მიმართულებით განლაგებული თეთრი ცილინდრებით და დაკავშირებულია კაბის ზემოთ მდებარე ცენტრალურ ორბიტასთან, რომელიც ეყრდნობა ნიადაგს წრიული სტენდის საშუალებით მფრინავ მდგომარეობაში არყოფნის დროს.

 

ადამიანში ტექნოლოგიების ზეგავლენით გამოწვეული 8 ცვლილება

ადამიანში ტექნოლოგიების ზეგავლენით გამოწვეული 8 ცვლილება

ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია -ვფიქრობთ, ვგრძნობთ და სიზმრებსაც სხვანაირად ვხედავთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და ძილის ციკლზე. ეს ყველაფერი უკავშირდება მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას, ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი მოცულობა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დადებითად ზემოქმედებს ჩვენზე, აორგანიზებს ჩვენს ცხოვრებას და ათავისუფლებს ტვინს რუტინული პროცესებისგან. სხვები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ადუნებს ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას, გვაკარგვინებს მოთმინებას და გვართმევს შემოქმედებითობას. ყოველი ახალი კვლევა აღნიშნულ საკითხზე იწვევს მწვავე დისკუსიებს, მაგრამ გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენს ტვინზე.