სიზმრები გეიმერებისთვის

სიზმრები გეიმერებისთვის

წარმოიდგინეთ, დახეტიალობთ მარტო, მიტოვებულ ციხესიმაგრეში, რომლის გარშემოც, თხრილში, ნიანგები ბინადრობენ. უეცრად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი გამოგედევნათ და ჩიხში მიგიმწყვდიათ. რა ხდება მერე? გეღვიძებათ აჩქარებული სუნთქვით თუ რჩებით სიზმარში, იმარჯვებთ ხმალს და დრაკონთან სასიკვდილო ბრძოლაში ერთვებით?

თუ მეორე ვარიანტს ირჩევთ, სავარაუდოდ, გეიმერი ხართ. ასე ფიქრობს კანადის გრანტ მაკევანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ჯეინ გაკენბაჰი.

გაკენბაჰმა ვიდეოთამაშების კვლევა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც მისი შვილი ნინტენდოს ჩაუჯდა. მას აინტერესებდა, რამდენიმე საათით კომპიუტერული თამაში რა ზეგავლენას ახდენდა სიზმრებზე.