რობოტების როკ-ჯგუფი

რობოტების როკ-ჯგუფი

მოსკოვში გაიმართა რობოტების პირველი როკ-ჯგუფის გასტროლები. ჯგუფი, სახელწოდებით compressorhead, შედგება ოთხი რობოტისგან: ბასისტი, დრამერი, ბას-გიტარისტი და კლავიში. მათ შორის ყველაზე განთქმულია დრამერი სტიკ-ბოი, რადგან აქვს ე. წ. 4 ხელი. მას შეუძლია ვირტუოზულად შეასრულოს ყველაზე პოპულარური ცნობილი ჯგუფის, მაგალითად ”ლედ ზეპელინის”, ისი/დისის და სხვა ჯგუფების განთქმული როკ-ჰიტები. ცნობილია, რომ რობოტების როკ-ჯგუფი მოსკოვში 3 დღის განმავლობაში 3 კონცერტს გამართავს. პირველი კონცერტი შედგება ღია ცის ქვეშ, რამენკის მოედანზე. ბილეთის საფასური შეადგენს 500 რუბლის ეკვივალენტს. დანარჩენი ორი კონცერტი კი იქნება საქველმოქმედო.

მსოფლიოში პირველი  “Bionic man”

მსოფლიოში პირველი “Bionic man”

 

კომპიუტერული მიღწევების მიხედვით თამამად შეგვიზლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას წარმოუდგენელი რამის შექმნა შეუძლია, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია თუნდაც პირველი “Bionic man”, რომელიც 2013-წლის 5 თებერვალს ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გამოფინეს.

მუზეუმის დირექტორმა ის ასე წარადგინა: “მეცნიერების ნამდვილი პროგრესი“.

ბიონური ადამიანის შექმნის პროექტზე მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და სამ თვეს გრძელდებოდა. რობოტი, სახელად “რექსი”, განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს თითქმის ყველა ის ორგანო (ხელოვნური), რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს: ტვინი, თირკმელი, ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, პანკრეასი და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გული და სისხლის მიმოქცევის სისტემა;  ასევე – ხელოვნური თვალები იმპლანტირებული ბადურის მიკროჩიპით, რომელიც მონაცემებს იღებს სათვალეზე დამონტაჟებული კამერიდან და აგზავნის სიგნალს ტვინში. რობოტის თითქმის ყველა ხელოვნური ორგანო მაღალგანვითარებულია და ძვირადღირებული. ისინი შექმნილია სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში.