ანზუ ვილიეი- სამ მეტრიანი “ქათამი ჯოჯოხეთიდან”

ანზუ ვილიეი- სამ მეტრიანი “ქათამი ჯოჯოხეთიდან”

ალოზავრი ”უცნაურ ხვლიკს” ნიშნავს, სეისმოზავრი – ”ხვლიკ მიწისძვრას”, ტირანოზავრი კი – ტირან ხვლიკს, თუმცა ჯერ არც ერთი დინოზავრის სახელი არ ყოფილა ისეთი დასამახსოვრებელი და ეფექტური, როგორიც ახლად ”აღმოჩენილ” ჯიშს უწოდეს.

განამარხებული ანზუ ვილიეი, ანუ “ქათამი ჯოჯოხეთიდან”, თავისი სახელის შესაფერის ადგილას, ჩრდილოეთსა და სამხრეთ დაკოტას შორის მდებარე ჯოჯოხეთის ნაკადულად წოდებულ ტერიტორიაზე იპოვეს. დინოზავრი ცოტა ხნის წინ გამოცემულ ერთობლივ ნაშრომში სმითსონიანის, იუტას უნივერსიტეტისა და კარნეჯის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევრებმა აღწერეს.

ნანუქზავრი- არქტიკის ტირანოზავრი

როგორც ვიცით, ხვლიკების მეფე და დინოზავრების პოპ-ვარსკვლავი, ტირანოზავრი, თბილ გარემოში ბატონობდა, რადგან ჩრდილოეთის სიცივეში დიდი დინოზავრებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობდა. თუმცა, როგორც ბოლო აღმოჩენამ აჩვენა, ტირანოზავრის პატარა ”ბიძაშვილი”, ნანუქზაურუს ჰოლგუნდი (”პოლარული დათვი-ხვლიკი”), დღევანდელი ალასკის ჩრდილოეთში თავს მშვენივრად გრძნობდა.