მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დარტყმა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დარტყმა

12 ივნისს დაიწყო ის, რასაც ყველა ელოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ბრაზილიაში 32 გუნდი ფეხბურთს ითამაშებს და 31 მათგანი იმედგაცრუებული დაბრუნდება თავის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ჩვენი ყურადღება თამაშამდე, ჩემპიონატის გახსნის ერთმა მომენტმა მიიპყრო. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დარტყმა პარალიზებულმა მოხალისემ შეასრულა, რომელსაც მართვადი რობოტული კოსტუმი ეცვა. ამ დარტყმისთვის მზადება დიდხანს მიმდინარეობდა. დარტყმა წელს ქვემოთ პარალიზებულმა 29 წლის ჟულიანო პინტომ ელექტროენცეფალოგრაფული ჩაფხუტის მეშვეობით შეძლო. კოსტიუმის შემქმნელთა განცხადებით, ისინი ბოლო წუთამდე მუშაობდნენ და არ იყვნენ დარწმუნებულნი პროექტის წარმატებაში, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.