Amazon Fire

Amazon Fire

სმარტფონების ბაზარზე ახალთახალი ტელეფონი გამოჩნდა. ამაზონის პირველი მცდელობა, სმარტფონი გაეკეთებინა, ერთი შეხედვით, საკმაოდ წარმატებული გამოდგა – 4.7 დიუმიანი ტელეფონი შავი კორპუსით, 720p ეკრანით, სწრაფი 13 მეგაპიქსელიანი კამერითა და საკმარისი საპროცესორო ძალით. ბუნებრივია, რომ საოპერაციო სისტემად ”ამაზონმა” იგივე აირჩია, რაც kindle fire-ზე, “Fire OS” – ანდროიდის მოდიფიკაცია, რომელსაც კომპანი, უკვე რამდენიმე წელია, იყენებს.

ერთი შეხედვით სტანდარტული მოცემულობაა, თუმცა ”ამაზონი” ჯერ ისევ ახერხებს ჩვენს გაოცებას: FirePhone-ის ინტერფეისი იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან უყურებთ ეკრანს. “დინამიური პერსპექტივა” საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა აპლიკაციებში დავინახოთ სამგანზომილებიანი სიღრმე, მაგალითად, დავათვალიეროთ თამაშების ტური.  გარდა ამისა, სხვადასხვა მენიუში შესაძლებელია ტელეფონის მოძრაობით შესვლა. ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა,  დიდი ვერაფერია LG-ისა და Samsung-ის ტელეფონებში,  ”ამაზონი” კი აქსელერომეტრის ნაცვლად ტელეფონის კუთხეებში დაყენებულ 4 კამერას იყენებს.