ილონ მასკი: ”ყველა ჩვენი პატენტი თქვენ გეკუთვნით”.

ილონ მასკი: ”ყველა ჩვენი პატენტი თქვენ გეკუთვნით”.

”გუშინ, “პალო ალტოს” სათაო ოფისში ტესლას პატენტების კედელი იყო გამოტანილი, დღეს კი აღარ არის. ისინი მოხსნეს ღია წყაროს მოძრაობის გამო, რათა ელექტრონული მანქანების ტექნოლოგია განვითარდეს”, – წერს ”ტესლა მოტორსის” დამფუძნებელი და დირექტორი, ილონ მასკი.

ის აცხადებს, რომ მისი კომპანია არ დაიცავს თავის პატენტებს სასამართლოში და მათი ტექნოლოგიების გამოყენება შეეძლება ყველას. უფრო ზუსტად, მასკს სურს, ყველა კომპანია ჩაერთოს ელექტრონული ავტომობილების წარმოებაში და ავტოწარმოება ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადავიდეს.

ჩვენი დროის ტონი სტარკი

ჩვენი დროის ტონი სტარკი

მას ჯერ არ აქვს რკინის კაცის კოსტიუმი… ჯერ… თუმცა რთულია, მასა და ტონი სტარკს შორის მსგავსება არ დაინახო. გამომგონებელმა, რომელმაც თავისი პირველი პროგრამა 12 წლის ასაკში 500$-ად გაყიდა, 32 წლის ასაკში PayPal-ის Ebay-სთვის მიყიდვიდან 180 მილიონი დოლარი მიიღო. მას თავისუფლად შეეძლო ამ თანხით უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ეს საინტერესო არ იქნებოდა არც მისთვის და არც ჩვენთვის. 2002 წელს მან წამოიწყო კერძო კომპანია, რომელიც მიმართულია კოსმოსური მოგზაურობისკენ – SpaceX. ერთი წლის შემდეგ კი შეიქმნა Tesla Motors, სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს აწარმოოს სრულიად ელექტრონული ავტომობილები, ის რაც ბევრმა ავტომწარმოებელმა სცადა და არ გამოუვიდა.