Oculus Rift 0 : 1 “მუყაოს ყუთი”

Oculus Rift 0 : 1 “მუყაოს ყუთი”

2012 წელს ყველა Kickstarter-ის გული დაიპყრო აპარატმა, სახელად Oculus Rift – ვირტუალური რეალობის სათვალემ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი თამაშში ვიგრძნოთ. მისი ფასი 300-350$-ია და იმხელა ინტერესს იწვევს, რომ კომპანია Facebook-მა მთელი პარტია შეიძინა და ჯამურად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ მოვლენამ სხვა კომპანიებიც დააინტერესა და 2014 წლის 18 მარტს Sony-მ “მორფეუსი” დააანონსა – ხელსაწყო, რომელიც ძალიან ჰგავს ოკულუსს. ტექნოლოგიების შეჯიბრი კომპანიებს შორის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ვერ იქნებოდა, Google რომ არ ჩარეულიყო. ამ ტექნოლოგიების გიგანტმა I/O კონფერენციაზე “მუყაოს ყუთი” წარადგინა.

მშრალი წყალი

მშრალი წყალი

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს „მშრალი წყალი“ – ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, გახვეულია კრემნიუმის დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.

„მშრალი წყალი“ რევოლუციას მოახდენს ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით, ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იგი სამჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი, ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს, ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. „მშრალი წყალი“, აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.

ადამიანში ტექნოლოგიების ზეგავლენით გამოწვეული 8 ცვლილება

ადამიანში ტექნოლოგიების ზეგავლენით გამოწვეული 8 ცვლილება

ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია -ვფიქრობთ, ვგრძნობთ და სიზმრებსაც სხვანაირად ვხედავთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და ძილის ციკლზე. ეს ყველაფერი უკავშირდება მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას, ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი მოცულობა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დადებითად ზემოქმედებს ჩვენზე, აორგანიზებს ჩვენს ცხოვრებას და ათავისუფლებს ტვინს რუტინული პროცესებისგან. სხვები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ადუნებს ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას, გვაკარგვინებს მოთმინებას და გვართმევს შემოქმედებითობას. ყოველი ახალი კვლევა აღნიშნულ საკითხზე იწვევს მწვავე დისკუსიებს, მაგრამ გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენს ტვინზე.

ფეისბუქი სპამერებს დააჯარიმებს

ფეისბუქი სპამერებს დააჯარიმებს

ფეისბუქი უკვე რა ხანია ცდილობს ჩვენი ”ნიუსფიდი” მაქსიმალურად მიმზიდველი და საინტერესო გახადოს, გაფილტროს ინფორმაცია და მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო ამბები მოგვაწოდოს. დღეს სოციალურმა ქსელმა დაანონსა გეგმა, რომელიც დააჯარიმებს იმ ვებგვერდებს, ვინც like-ებსა და share-ებზე ნადირობს, ასევე – სპამუი ლინკებს და სურათებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქური სპამი დიდწილად მეგობრების მიერ დალაიქებული/დაშეარებული კონტენტია, მომხმარებელთა უმრავლესობა, ამაში მაინც ფეისბუქს ადანაშაულებს, ამიტომაც მზრუნველმა კომპანიამ სიტუაციის გამოსწორება თავის თავზე აიღო.

„მომხმარებელთა უმრავლესობა ფეისბუქზე სპამს არ პოსტავს, ასე რომ, მათზე ცვლილებები ნეგატიურ ზეგავლენას არ იქონიებს“, – აცხადებს ფეისბუქი მარკეტერებისა და ბრენდების დასამშვიდებლად.

დრონების მარტი

დრონების მარტი

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დრონების თემა. ამაზონმა გამოაცხადა, რომ ამანათებს დრონების საშუალებით მიაწვდის მომხმარებელს, რასაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დრონებს დიდი მომავალი აქვთ და ამას ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიც ცხადყოფს. მაშ ასე, დრონების მარტი:

Google Vs. Facebook – ბრძოლა ზეციური ინტერნეტისთვის

Google Vs. Facebook – ბრძოლა ზეციური ინტერნეტისთვის

როგორც Techcrunch იუწყება, Facebook-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს Titan Aerospace-თან. მარკ ზაკერბერგს დრონების ფლოტი სურს, რომელიც აფრიკის თავზე 20 000 მეტრის სიმაღლეზე მზის ენერგიის გამოყენებით იფრენს და უსადენო ინტერნეტს მიაწვდის ადგილობრივ მოსახლეობას. ნამდვილად იდეალისტური და „ამაღლებული“ ინიციატივაა, მაგრამ არა უპრეცენდენტო. უსადენო ქსელის საფრენი აპარატებით მოწოდების იდეა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაჩნდა სატელიტების ვეტერანი დამამზადებლების, Globestar-ისა და Iridium-ის, მიერ. ორივე კომპანია სატელეფონო ქსელის გაუმჯობესებას ცდილობდა და არა ინტერნეტის მიწოდებას, თუმცა საჰაერო მოწყობილობების გამოყენების იდეა და პრინციპი მსგავსი ოყო. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგად Globestar და Iridium გაკოტრდნენ.