ნაცნობები და უცნობები Google Glass-ის თვალით

ნაცნობები და უცნობები Google Glass-ის თვალით

Apple-ის უახლესმა აპლიკაციამ Name tag ნებისმიერ მეცნიერულ მიღწევას გადააჭარბა. არ ვიცით, კონკრეტულად საიდან წარმოიშვა იდეა, მაგრამ, ფაქტია, რომ Name tag საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ახლად გამოშვებული Google glass-ით ბარში გაცნობილ ადამიანს თვალის ერთი მოძრაობით გადავუღოთ სურათი, წამებში ავტვირთოთ ფეისბუქზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელზე და ე.წ. Face recognition-ით მოვიძიოთ მის შესახებ ინფორმაცია, მისი საყვარელი ფილმი თუ ჰობი.

Face recognition, ქართულად – “სახის ამომცნობი” – 1969 წლიდან არსებობს. ჯერ კიდევ 2001 წლის სუპერთასზე ამ ტექნოლოგიით ამოიცნეს საშიში ტერორისტები. თუმცა, Google glass-ის Face recognition განსხვავენულ, ინოვაციურ მიდგომას გვთავაზობს. სმარტფონების, ანუ ჭკვიანი ტექნოლოგიების, ერაში, Google  გვაძლევს საშუალებას, ყველას და ყველაფერს ვიცნობდეთ. ერთი მხრივ, მისი Face recognition ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, გავხდეთ მეტად კომუნიკაბელურები და მეტი ვიცოდეთ ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებზე, მეორე მხრივ კი ჩნდება კითხვა: რამდენად სანდოა ეს ტექნოლოგია ან რამდენად გვიტოვებს ის განმარტოების საშუალებას?