მსოფლიოში პირველი  “Bionic man”

მსოფლიოში პირველი “Bionic man”

 

კომპიუტერული მიღწევების მიხედვით თამამად შეგვიზლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას წარმოუდგენელი რამის შექმნა შეუძლია, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია თუნდაც პირველი “Bionic man”, რომელიც 2013-წლის 5 თებერვალს ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გამოფინეს.

მუზეუმის დირექტორმა ის ასე წარადგინა: “მეცნიერების ნამდვილი პროგრესი“.

ბიონური ადამიანის შექმნის პროექტზე მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და სამ თვეს გრძელდებოდა. რობოტი, სახელად “რექსი”, განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს თითქმის ყველა ის ორგანო (ხელოვნური), რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს: ტვინი, თირკმელი, ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, პანკრეასი და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გული და სისხლის მიმოქცევის სისტემა;  ასევე – ხელოვნური თვალები იმპლანტირებული ბადურის მიკროჩიპით, რომელიც მონაცემებს იღებს სათვალეზე დამონტაჟებული კამერიდან და აგზავნის სიგნალს ტვინში. რობოტის თითქმის ყველა ხელოვნური ორგანო მაღალგანვითარებულია და ძვირადღირებული. ისინი შექმნილია სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში.