”ადიდასის” გონიერი ბურთი უკვე გაყიდვაშია

”ადიდასის” გონიერი ბურთი უკვე გაყიდვაშია

კომპანია ”ადიდასმა” წამოიწყო ახალი ფეხბურთის ბურთების – ე.წ. MiCoach – გაყიდვა, რომელიც გაცილებით ადრე იქნა წარმოდგენილი ”ადიდასის” ერთ-ერთ წვეულებაზე ლონდონში. Apple-ის ონლაინ-მარკეტში მისი შეძენა შესაძლებელია 300 დოლარად.
ფეხბურთის ბურთი,რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემით iOS, ჩამონტაჟებული სენსორებით საშუალებას იძლევა განისაზღვროს ძალის ზემოქმედების სიდიდე და მიმართულების ტრაექტორია. შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შემდეგ კი მომხმარებელს მიეწოდოს ზუსტი, კონკრეტული ინსტრუქცია.
ინფორმაცია წარმატების შესახებ გამოისახება სმარტფონზე და ტაბლეტზე. ”ადიდასის” თქმით, ამ ინოვაციას შეუძლია დახვეწოს ზოგადად ბურთის ტექნიკა.
მომხმარებელს შეუძლია დაისახოს მიზანი, მაგალითად კონკრეტული სიჩქარე ან ბურთის ბრუნი დარტყმისას; თვალყური ადევნოს საკუთარ მიღწევებს და შეადაროს ისინი უფრო გამოცდილი მოთამაშეების შედეგებს. ტრაექტორიის ვიზუალიზაცია ხელს უწყობს ბურთის უკეთ აღქმას.
”ადიდასის” გონიერი ბურთის დატენა ხდება ინდუქციის მეთოდით.
”ადიდასის” თქმით MiCoach-მ პრეზენტაციაზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ”მოყვარულებმა და პროფესიონალმა მოთამაშეებმა ბურთი დადებითად შეაფასეს”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
გონიერი ბურთი MiCoach ხელმისაწვდომია აშშ-სა და ევროპაში. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია კომპანია Apple-ის გვერდზე ან ”ადიდასის” ონლაინ-მარკეტში.
კომპანია ”ადიდასმა” სპეციალურად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონტისთვისაც შექმნა ბურთი რამდენიმე მაღალი ხარისხის ჩამონტაჟებული კამერით.