ბიო 3D პრინტერი

ბიო 3D პრინტერი

მეცნიერები მუშაობენ ახალ , 3D, ბიო პრინტერზე, რომლითაც ადამიანის კანის ბეჭდვა იქნება შესაძლებელი. გიგანტი კომპანიები, მათ შორის L’Oreal, ბილიონობით ინვესტიციას დებენ ე.წ. “Bioprinting” განვითარებაში.

მედიცინა 3D-ში

რამდენიმე წლის წინ პრინტერზე ამობეჭდილ სხეულის ნაწილებსა და, მით უმეტეს, ორგანოებს აბსურდულად მიიჩნევდნენ, თუმცა, ტექნოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ორი სფერო, მედიცინა და 3D ბეჭდვა, ქირურგიული, და ალბათ არა მხოლოდ ქირურგიული, რევოლუციის ზღვარზეა და სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა.