Nixie – პირადი ფოტოგრაფი

Nixie – პირადი ფოტოგრაფი

დრონებს ბოლო წლებია აქტიურად ვხვდებით ყველგან. მათი მწარმოებლებიც ავითარებენ ამ პატარა მფრინავ მოწყობილობებს და სულ უფრო მეტ საქმეს, რომელსაც აქამდე უშუალოდ ადამიანი ასრულებდა, უთავსებენ.

KEEWIFI – ახალი თაობის საჰაერო ინტერნეტის როუტერი

KEEWIFI – ახალი თაობის საჰაერო ინტერნეტის როუტერი

ბევრ ჩვენგანს შექმნია პრობლემა Wi-Fi-ს როუტერთან დაკავშირებით. მათი პაროლები ხშირად ქმნის უხერხულობას.

LG G WATCH R

LG G WATCH R

დღითიდღე იზრდება მომხმარებლების დაინტერესება „ჭკვიანი საათების“ მიმართ.

პირველი უკაბელო ჭკვიანი ყურსასმენები – Dash

პირველი უკაბელო ჭკვიანი ყურსასმენები – Dash

მუსიკა ადამიანების ცხოვრების ნაწილია. მას მოაქვს სიმშვიდე, სიხარული, აღტაცება და მოტივაცია. თუმცა მისი მოსმენა სტანდარტული ყურსასმენებით ყოველთვის არაა სასიამოვნო და მოსახერხებელი. კაბელები ხშირად იბურდება, წყდება და საბოლოოდ ყველა ყურსასმენი გამოუსადეგარი ხდება. გარდა ამისა, სმარტფონით წვდომა ონლაინ კონტენტზე ძალიან კარგია, მაგრამ არის სიტუაციები, როცა სმარტფონის ტარება არაკომფორტულია.

მფრინავი ორადგილიანი ავტომობილის იდეა Volkswagen-ისგან

ავტომწარმოებლები უწყვეტად ატარებენ ექსპერიმენტებს «მომავლის მანქანის» სფეროში და ჯერჯერობით განუხორციელებელი კონცეპტებს ქმნიან. ჩვეულებრივ, მსგავსი ექსპერიმენტების კომერციალიზაცია, შემდეგ კი ბაზარზე წარმატება უფრო რეალური გახდა, როდესაც ინჟინრებმა და დიზაინერებმა ნაკლებად მისცეს გასაქანი თავიანთ ფანტაზიას.

12

კომპანია Volkswagen-ის ჯგუფმა წარმოადგინა იდეა მფრინავი ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალებისა Hover Car, რომელიც ელექტრომაგნიტურ გზებზე დადის. ამასთან, მანქანა ატრაქციონის ნაწილი როდია, ის მომავლის ავტომობილის როლში გვევლინება.

ww

Volkswagen-მა («სახალხო ავტომობილი») გასულ წელს ჩინეთში ღია კონკურსი – Car Project – გამოაცხადა, რომლის შედეგად თითქმის 120 ათასი იდეა და წინადადება მიიღო. მათგან კომპანიამ სამი ყველაზე გამორჩეული აირჩია, მათ შორის – Hover Car.

13

ელექტრომობილის მოძრაობა, უფრო სწორად – ფრენა, მაგნიტური ველის ძალის დახმარებით ხორციელდება. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ამ ავტომობილით მოძრაობა ქუჩაში. კორპუსის დიზაინი საკმაოდ დახვეწილია, აქვს სამი მინა, რომელიც მძღოლსა და მგზავრს აძლევს საშუალებას, კარგად დაინახონ გზა და გარემო. საპრეზენტაციო ვიდეორგოლში კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება ეს საოცრება პეკინის ავტოტრასაზე. დღეისათვის რაც ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება, ეს შეჯახების თავიდან აცილების ავტომატური სისტემაა, რომელიც უყურადღებო მძღოლებს ავარიისგან დაზღვევის შესაძლებლობას აძლევს.

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება ალბათ არ გულისხმობს სახალხო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებშიც ენერგიის უმეტესი ნაწილი ჰაერში ასვლასა და მანქანის დედამიწის ზევით გაჩერებას მოხმარდება, თუმცა, გზაზე მოძრაობისას ავტომობილების უსადენო და მუდმივი დატენვის იდეამ უკვე დაიპყრო სამეცნიერო საზოგადოების გონება. ამ ტექნოლოგიაზე, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ.

წყარო : www.autonet.ca