Instagram ირანის კონსერვატიულობას ემუქრება

Instagram ირანის კონსერვატიულობას ემუქრება

Instagram ირანის სოციალური ქსელების შავ სიაში შევიდა. ირანის საზოგადოების მაღალ ფენას შეუძლია გამოიყენოს სოციალური მედია, ქვეყნის ძირითად მოსახლეობას კი არ აქვს უფლება, ასეთ ქსელებში დარეგისტრირდეს. მთავრობამ კარგა ხნის წინ აკრძალა Facebook, Twitter, WhatsApp… ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შავ სიას“ დაემატა Instagram-იც. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი შევიდა ირანის კომუნიკაციების სამინისტროში. საჩივრის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულმა ბიურომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მარკ ცუკერბერგის მფლობელობაში არსებულ ქსელებს, სადაც ხალხი მუდმივად აზიარებს ფოტოებს. აღნიშნული მოთხოვნა ხელს არ უშლის თეირანის მოსახლეობას, პარასკევობით, ლანჩის დროს გადაიღონ ე.წ. „სელფშოტები“. ირანელთა ერთი ნაწილის აზრით, სოციალური მედია ერთგვარი მუქარაა ქვეყნის კონსერვატიული საზოგადოების მიმართ და, სავარაუდოდ, მსგავსი საჩივრები არ შეწყდება მანამ, სანამ მოსახლეობა არ შეწყვეტს „სელფშოტების“ გადაღებას.