კომპანია Xiaomi აგრძელებს ახალ-ახალი გაჯეტების გამოშვებას და ტექნოლიების ბაზრის ექსპანსიას, სხვადასხვა სმარტფონების თუ პლანშეტების კლონების გამოშვების შემდეგ იგი შეუდგა ახალი სეგმენტის ათვისებას და გეიმპადების გამოშვება დაიწყო. მოცემული გეიმპადი ჯერ კიდევ შარშან იქნა წარმოდგენილი, მაგრამ დაინტერესებული პირების მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ შესძლო მისი შეხება და ექსპლუატაციაში გასინჯვა, ახლა კი გეიმპადი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება მობილურ მოწყობილობას ან სმარტ TV და ერთი დატენვით 80 საათი მუშაობს.


გეიმპადს ასევე აქვს აქსელერომეტრი და ვიბრომატორი. ერთი სიტყვით სრულყოფილი გეიმპადია, რომელიც ამასთან Xbox-ის გეიმპადს ძალიან ჰგავს.უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის რომ თავიდან განცხადებული მოწყობილობები რომელნიც ამ გეიმპადთან მუშაობს, არის მხოლოდ კომპანია Xiaomi-ის პროდუქცია: მობილური მოწყობილობები, ტელევიზორი და TV კონსოლი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ანდროიდის ღია სისტემას ამ საკითხის მოგვარება ადვილად იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე და უფრო რთული საკითხი ბევრ თამაშში გეიმპადის მხარდაჭერის არ არსებობაა, რისი მოგვარებაც არც ისე ადვილი იქნება.

ენთუზიასტები ამ გეიმპადს ალბათ მალევე მოარგებენ PC პლატფორმასაც, მაშინ კი იგი გაცილებით საინტერესო იქნება, ვინაიდან გაუგებარია რა საჭიროა მობილური თამაშების ტელევიზორში თამაში, ამისათვის ხომ კონსოლები არსებობს, თამაშების გაცილებით უკეთესი რეალიზაციით, მაგრამ ამ გეიმპადს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს და მისთვის უამრავი დანიშნულება შეიძლება მოიძებნოს.
აიხან ტანრივერდიევი
წყაროები:

Обзор Xiaomi GamePad


www.youtube.com