სმარტფონის გარდაქმნა ემულატორად, საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც სიმართლე გახდა

როგორც ამბობენ, ყველა ხუმრობაში დევს სიმართლის მარცვალი. ისე მოხდა, რომ მობილური აქსერუარების კომპანიის Hyperkin-ის საპირველაპრილო ხუმრობამ (კომპანიამ საპირველაპრილო სიახლე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განათავსა),

იმის შესახებ, რომ კომპანია უშვებდა სმარტფონისა და აიფონის საფარს (cover), რომელიც ამავდროულად იქნებოდა თამაშების ემულატორი და გარდაქმნიდა სმარტფონს გეიმბოიდ, უცებ გამოიწვია დადებითი გამოხმაურების კოლოსალური რაოდენობა, უამრავმა ადამიანმა დააკომენტარა, რომ უნდოდათ, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო. რამაც აიძულა კომპანიას კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო სამომავლო გეგმებზე და გადაწყდა ეს გამოგონება რეალური გამხდარიყო. სმარტბოის (ასე დაარქვეს ახალ ემულატორს) დასრულებული მოდელი წარდგენილი იყო e3 2016-ზე (Electronic Entertainment Expo 2016).
სმარბოის შეუძლია იმის კეთება, რაც შეეძლო საპირველაპრილო ჩანაფიქრს. მოწყობილობა არის სმარტფონის დანართი, რომელიც სმარტფონს გარდაქმნის ნამდვილ გეიმბოიდ, სლოტით, რომელშიც შესაძლებელი იქნება კარტრიჯების ჩადება ( აღსანიშნავია, რომ თამაშის შენახვა (პროგრესის დამახსოვრება) შესაძლებელი იქნება, როგორც კარტრიჯზე, ისე სმარტბოიში) და ფუნქციონალური ღილაკებით, კერძოდ: რვა მხარეს სამიძრაო პედი, start და select ღილაკებით, A B ფუნქციონალური ღილაკებით. სმარტბოის აქვს იგივე გოფრირებული დიზაინი, როგორიც საპირველაპრილო ხუმრობას.
ვარაუდობენ, რომ სმარტბოი იყენებს მინი USB პორტ რათა დაუკავშირდეს სამსუნგის სმარტფონს, რომელთანაც ერთად იყო წარდგენილი. ჰიპერკინი ახლა დგას გამოწვევის წინაშე, გახადოს სმარტბოი სხვადასხვა USB პორტებისთვის მისაღები.
უნდა აღინიშნოს, რომ სმარტბოის ორიგინალური ჩანახაზში (საპირველაპრილოში), მოწყობილობა იყო ნაჩვენები აიფონთან ერთად. თუმცა სმარტბოის ალფა მოდელი წარდგენილი იყო სამსუგნის სმარტფონზე და კომპანიის განცხადებით მოერგება ყველა მოწყობილობას გუგლის მობილური ოპერაციული სისტემით.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სმარტბოი იქნება მორგებული მხოლოდ ანდროიდზე, აიფონის მფლობელებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავსებადობის იმედი, როცა პროდუქტი გაყიდვაში გამოვა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა, კომპანია სმარტბოის ამავე წლის დეკემბერში გამოუშვებს, რაც მშვენიერი საახალწლო საჩუქარი იქნება გეიმერებისთვის. მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 59.99 დოლარად.
შოთა ლორია.
წყარო: http://www.techtimes.com/articles/165722/20160618/april-fools-joke-smart-boy-now-the-real-deal-transform-your-smartphone-into-a-game-boy.htm

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?