NASA-ს ახალი ფრთის ტექნოლოგია

NASA ჯერ კიდევ ტესტავს ახალი ფრთის ტექნოლოგიებს, რათა გააუმჯობესოს ენერგიის მოხმარება ფრენისას.

სააგენტომ გამოაცხადა, რომ ისინი ხელმძღვანელობენ ახალ ცდას უნიკალური ფრთის დიზაინის შესაქმნელად, რომლესაც 14 ელექტრული მოტორი ექნება. ამ ახალი ექსპერიმენტული თვითმფრინავის დიზაინის სახელი იქნება „X-57“, სხვანაირად ასევე ცნობილი როგორც „Maxwell“.x-57.

Featuring 14 electric motors, NASA's X-57 will demonstrate one way electric propulsion can be integrated with aircraft structures to achieve more efficient, quieter, and more environmentally friendly aviation compared to conventional aircraft. Credit: NASA Langley/Advanced Concepts Lab, AMA, Inc. (PRNewsFoto/NASA)
x57„X-57“-ი არის NASA-ს პირველი X-თვითმფრინავი ბოლო ათწლეულში, და ამ გამოგონების გემგმა არის ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც გააუმჯობესებს საწვავის მოხმარებას, შეამცირებს ხმარუს და ამ ყველაფერთან ერთად თვითმრინავმა ასევე უნდა შეინარჩუნოს სწრაფი სიჩქარე. NASA-ს ადმინისტრატორი ჩარლზ ბოლდენი აცხადებს: „მართული X-თვითმფრინავების დაბრუნებით და NASA-ს ცდების ახალი შესაძლებლობებით ეს ახალი გამოგონება გადადგავს პირველ ნაბიჯს ავიაციის ახალ ერაში“.
Maxwell, რომელიც ამ თვითმფრინავს დაერქვა მე-19 საუკუნეში მოღვაწე ფიზიკოსის James Clerk Maxwel-ის საპატივცემულოდ, აიგება „Sceptor“ პროექტის მიხედვით, რომელიც სრულად ასე იშიფრება – „Scalable Convergent Electric Propulsion Technology Operations Research“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბევრი მოტორის გამოყენება შეამცირებს საჭირო ენერგიას, რათა თვითმფრინავმა მიაღწიოს რესისი სიჩქარეს – 175 mph.

James_clerk_maxwell

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?