თუ თქვენ ხართ Chrome-ის რეგულარული მომხმარებელი, მაშინ თქვენთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, თუ რა ეფექტი აქვს ამ ბრაუზერს ლეპტოპის ბატარეაზე.
გუგლი დაგვპირდა, რომ გააუმჯობესებდა ბატარიის ხანგრძლივობას ბრაუზერის მოხმარების დროს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გამოშვებულ განახლებებში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.

Microsoft-ი ასევე აკეთებს საკუთარ ცდებს, ბატარეის დასატესტად, რათა განემტკიცებინა უკვე არსებული მოსაზრება, რომ Chrome წვავს ბატარეას.chrometest1.0
Microsoft-მა ჩაატარა 2 ტესტი, რათა განესაზღვრა ბატარეის ხარჯი სხვადასხვა ბრაუზერების მოხმარებისას. პირველი არის ტესტი ლაბულატორიულ გარემოში, სადაც იზომება ძალის მოხმარება პოპულარული საიტების დათვალიერებისას, მეორე ექსპერიმენტი კი ამოწმებს რამდენ ხანს ძლებს live stream ვიდეობი.
არაგასაკვირად, Chrome-მა მხოლოდ 4 საათი და 19 წუტი გაძლო მეორე ტესტში, ხოლო Microsoft-ის Edge-მა კი 7 საათი და 22 წუთი.
ენერგიას მოიხმარენ ჩვეულებრივი საიტის გახსნის, დათვალიერბის, ვიდეოს ჩართვისა და უბრალოდ ახალი ფანჯრის გახსნისას. ამ ინფორმაციის გავრცელებით ნათელია, რომ Microsoft-ი ცდილობს გამოიბიროს ხალხი Edge ბროუზერის მოხმარებაზე, მაგრამ მათ ახალ ბრაუზერს ჯერ კიდევ აკლია სხვადასხვა გამოყენებადი ფუნქციები, რომლებიც Chrome-შიც და Firefox-შიც მოიძებნება (მაგალითად Edge-ში არ არის Browser Exstention-ები). თუმცა Microsoft-ი გვპირდება, რომ გააუმჯობესებს ამ პროდუქტს და მომავალში მათი ბროუსერი უფრო მრავალფეროვანი და ენერგია-დამზოგავი იქნება.chrometest2.0

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?