“Lectro” ველოსიპედი

ველოსიპედების ინდუსტრიაში დიდი „ბოომია“, რამდენიმე კომპანია ცდილობს, რომ გაყიდოს ველოსიპედი ელექტრული მოტორით, ხოლო ბაზარზე არსებობს უამრავი სახის, ფორმისა და ზომის პროდუქტი.

Vanmoof -ის მსგავსი კომპანიები უმიზნებენ ბაზრის პიკს და კონკურენციაში მოაქვთ უმაღლესი დონის პროდუქტი, ხოლო ახალი კომპანიები ბაზრის ქვევით ერთმანეთს „რეისში“ ებრძვიან.
Bike.0

ახალ წამოწყებულ ბაზარზე ყველაზე ახალი პროდუქტია Lectro ველოსიპედი უამრავი ახალი ფუნქციით, რომლებსაც დღესდღეობით დიდი ყურადღება ექცევა. მას აქვს მოტორი რათა მომხმარებელს სწრაფად მოძრაობა შეეძლოს, მარჯვენა სახელურით კი ჩვენ შეგვეძლება სიჩქარის გადაცვლა 20 მილი საათამდე მხოლოდ მოტორის გამოყენებით. მას თან მოჰყვება 6 ბორბალი და ჩაშენებული headlight-ი.

Battery1.0

ბატარეას ასევე აქვს USB შესაერთებლები, რომლების საშუალებითაც მომხმარებელს შეეძლება დატენოს სხვადასხვა აპარატურები. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს ველოსპიედი საკმაოდ მძიმეა, კერძოდ ის იწონის 60 ფუნტს ბატარეასთან ერთად.
Shifter.0თუმცა Lectro ველოსიპედი ასევე გვთავაზობს ისეთ რამმებს, რასაც ხშირად ვერ ნახავთ სხვა ჩვეულებრივ ელექტრო მოტოციკლეტებში. მას აქვს LCD-ი ეკრანი ორივე სახელურის შუაში, რომელიც გვაჩვენებს სიჩქარეს, ბატარეის დარჩენილ დროს, რემპერატურასა და განვლილ მანძილს. ის ასევე შეიძლება სულვილისამებრ დაპროგრამებული იყოს, რომ გვაჩვენოს სხვა მონაცემებიც.
http://www.theverge.com/2016/6/14/11925628/lectro-electric-bicycle-e-bike-kickstarter

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?