Gohawk – Gopro-ს კონტროლერი რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ Gopro ხელების გარეშე

ყოველთვის ადვილი არაა დაიწყოთ და დააპაუზოთ ვიდეოს გადაღება როდესაც მას იღებთ პირველი პირის ხედიდან, იმის მიხედვით თუ სად გაქვთ დამონტაჟებული თქვენი Gopro.

ამიტომ მომხმარებლების უმეტესობა გამოსავალს სმარტფონის აპლიკაციებსა და და დისტანციური მართვის სამაჯურებში ეძებენ. პრობლემა ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც კი გვჭირდება თავისუფალი ხელი, რომელიც, იმის მიხედვით თუ რომელი სპორტული აქტივობისას იღებთ, შეიძლება მაინც დაკავებული გქონდეთ. gohawk-gopro-remote-control-1
ამ შემთხვევაში Gohawk-ი გვთავაზობს უხელებოდ მართვის ალტერნატივას.
გაფართოებითი მოდული, რომელიც მაგრდება თქვენი Gopro-ს უკანა ნაწილში, საშუალებას გაძლევთ რომ დაუყენოთ დამატებითი კაბელის მაგვარი მოწყობილობა, კამერით გადაღების როგორც ჩასართავად ასევე გამოსართავად.gohawk-gopro-remote-control-2
Gohawk-ის მუშაობა სპეციფიკურია და შეიძლეაბა ზოგს გაეღიმოს კიდეც, მაგრამ თუ დავუფიქრდებით ეს მშვენიერი გზაა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. იგი მუშაობს ბაით-სვიჩ მექანიზმით, რაც ნიშნავს რომ ვიდეო გადაღების გასააქტიურებლად და გამოსართავად მოდულის დაბოლოებას უნდა უკბინოთ. Gohawk-ს აგრეთვე გააჩნია ღილაკი, სახელიურზე დასაყენებლად რომელიც გათვლილია გადაღებაზე ველოსიპედით მოძრაობისას. მას მოყვება ორი სლოტი-პირველში ყენდება დრეკადი კაბელი LED ინდიკატორიანი დაბოლოებით(იმისათვის, რომ დაინახოთ ვიდეო გადაღება ჩართულია თუ არა) და მეორე- micro-USB სლოტი, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს დამატებითი ენერგიის წყაროს მიერთება თქვენი Gopro-ს მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად. Gohawk შექმნილია რომ იმუშავოს მხოლოდ და მხოლოდ GoPro Hero4-ის სერიის კამერებთანgohawk-gopro-remote-control-3

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?