გენთა სარედაქტირო ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლოა ადამიანთა სამკურნალოდ გამოიყენონ.

სადავო გენთა სარედაქტირო ინსტრუმენტი CRISPR, შეიძლება მალე იქნას გამოყენებული ისეთი ადამიანის სისხლის უჯდერის შესაქმნელად, რომელნიც ინადირებენ კიბოზე.

პენსილვანიის უნივერსიტეტმა მიიღო პირველადი თანხმობა ამ ინსტრუმენტის ადამიანებზე დატესტვისა ნაციონალური ინსტიტუტის ეთიკის მცველებისაგან. ადამიანებზე დატესტვის თანხმობას ხელი მოაწერა დნმ-ის მრჩეველთა კომიტეტმა (DNA Advisory Committee (RAC)).
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინსტრუმენტის საშუალებით წარმატებით მოხდა გენების ცვლა ცხოველებში. ეს ექსპერიმენტები ჩინეთში ჩატარდა, ერთი ექსპერიმენტის შედეგი იყო ჯუჯა შინაური ღორების მიღება, ხოლო მეორის, ძაღლის ერთ-ერთი ჯიშის სიმაღლის გაორმაგება.
პროექტირებული ადამიანის უჯრედი, ადრეც იყო დატესტილი კიბოს მქონე პაციენტებში. ამისთვის ექიმები იღებდნენ პაციენტის სისხლს და ჭიმავდნენ სისხლის თეთრ უჯრედებს, მათ T უჯრედები ეწოდებათ. წინა ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა ვირუსი, დნმ-ის „ჩასასმელად“, რომელიც ეძებს კიბოსებრ მუტაციებს, ამის მერე პაციენტებს უსხამდნენ ლაბორატორიულად შეცვლილ სისხლს. ჩართული მეცნირები ამბობენ, რომ CRISPR-ის გამოყენებამ შეიძლება მკურნალობა უფრო ეფექტური გახადოს, ამ აპარატის მეშვეობით ისინი უფრო ზუსტად „დაუმიზნებენ“ კიბოს,, და ასევე ხელს შეუწყობენ T უჯრედების შესაძლებლობებისა და რეპროდუქციის ამაღლებას.
„ეს მნიშვნელოვანი ახალი მიდგომაა“ – ამბობს RAC-ის კლინიკური ონკოლოგისტი, მაიკლ ატკინსი.
თუმცა მეცნიერები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ეს აპარატი შეიძლება უგუნურად იყოს გამოყენებული ადამიანის გენების შესაცვლელად. ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იქნას ევგენიკური მიზნებისთვის, როგორიცაა „დიზაინერული“ ახალშობილის მიღება. ეს ასევე არის გამოკვლევების ახალი სფერო, გენების ედიტირებამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ დაავადებებამდე, თუ საქმე ეხება შთამომავლობითი გენების ცვლილებას (რომლადაც არ ითვლება T უჯრედები).
RAC-ის თანხმობა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია კაცობრიობისთვის. სამომავლოდ ასეთმა აპარატმა შეიძლება სიბრმავის გამომწვევი დაავადებები განკურნოს, შორ მომავალზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც მისი პოტენციალი სავარაუდოდ საკმაოდ დიდი იქნება. ვარაუდობენ, რომ ამ აპარატის მეშვეობით, შესაძლოა, გადაშენებული ცხოველების აღდგენა მოხდეს.
შოთა ლორია.
წყარო: http://www.theverge.com/2016/6/22/11998546/crispr-human-trial-approved-treat-gene-editing

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?