WWDC 2016

2016 წლის 13 ივნისს შედგა რიგით მე-11 Apple-ის კონფერენცია, სადაც მან წარმოადგინა ახალი ინოვაციები.

კონფერენცია მიმდინარეობდა 2 საათი და 1 წუთი. Apple-მა ნამდვილად შეძლო მომხმარებლების ყურადღბის მიპყრობა ძირითადად ახალი ოპერატიული სისტემის IOS 10-ის საინტერესო ფუნქციების ჩამოყალიბებით.

The Apple Worldwide Developers Conference

o

 
თუ რაზე ისაუბრა ვრცლად Apple-მა და რომელმა პროდუქტებმა მიიღეს ყველაზე დიდი რაოდენობით გაუმჯობესება მოგიყვებით ვრცლად ამ სტატიაში.
პირველ რიგში განვიხილოთ ახალი IOS 10, რომელშიც Apple-ის ხელმძღვანელებმა გამოყვეს 10 მთავარი მიმართულება

     პირველი მიმართულებამომხმარებლის გამოცდილება, რაც გასაკვირი არ არის, რომ ამ ათეულში ნათლად გააუმჯობესეს. ყველაზე კარგად ჩანს Lock Screen-ის ახალი შთამბეჭდავი ფუნქციები, მომხმარებელი აპარატის ხელში აღებისას ის ადვილად მართავს ყველა შეტყობინებას ეკრანის ბლოკის მოხსნის გარეშე, მაგრამ ამისათვის საჭიროა აპარატს ჰქონდეს 3D Touch-ის მხარდაჭერა.

o1

ასევე განახლდა მართვის პანელი. მას აქვს დამატებით ფანჯრები,სადაც შეგიძლიათ სხვა საჭირო მასალების განთავსება. მაგალითად: მუსიკის მოსმენა. 3D touch-ს ახლა არამხოლოდ კონტექსტურ მენიუს აჩვენებს არამედ ვიჯეტებსაც.

o2

     მეორე მიმართულება – Siri


o3
IOS 10-ის გამოსვლის შემდეგ Siri-ის ემატება ახალი უნიკალური თვისებები როგორიცაა მხარდაჭერა ძირითადი საკონტაქტო პროგრამების  შემქმნელებისგან , მაგალითდ როგორიცაა  WhatsApp-ი და Viber-ი, ახლა ჩვენ შევძლებთ Siri-ის ვუბრძანოთ რომ დაურეკოს ან გაუგზავნოს ნებისმიერ კონტაქტს შეტყობინება ტექსტის აკრეფისა და ეკრანზე ბლოკის მოხსნის გარეშე (რა თქმა უნდა ბრძანება უნდა იყოს მიმართული ინგლისურ ენაზე).

     მესამე მიმართულება – QuickType

o4ფუნქცია QuickType, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა ტექსტის აკრეფის დროს მსგავსი სიტყვების მინიშნებებს ახლა გახდა უფრო ჭკვიანი და მრავალფუნქციანი, მაგალითად: მეგობარმა მოგვწერა – სად ხარ? QuickType-ი მაშინვე შემოგვთავაზებს ადგილს სადაც ჩვენ ვიმყოფეფით (ეს ფუნქციაც გათვლილია ინგლისურ ენაზე).

     მეოთხე მიმართულება – ფოტო

o5სახეების, ადგილმდებარეობის ამოცნობა და ისტორიის გენერაცია უკვე ერთად არის თავშეყრილი. შეიძლება ვთქვათ ეს იგივეა რაც Goole Photo-, თუმცა ეს ყველაფერი მოწყობილობაზე ხდება და არა ინტერნეტში.
     მეხუთე მიმართულება – რუკა

o6Apple-მა გააუმჯობესა აპლიკაცია რუკა ,როგორც ახალი, დახვეწილი დიზაინით, ისე მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციებით, როგორიცაა CarPlay-ის მხარდაჭერა, რომელიც მომხმარებელს ეხმარემა მანქანის მართვის დროს ადვილათ მართოს რუკის მარშრუტები.

     მეექვსე მიმართულება – მუსიკა

o7Apple-მა კიდევ ერთხელ შეცვალა აპლიკაცია მუსიკის ინტერფეისი რაც ძალზედ შთამბეჭდავია, როგორც Apple Music-ის მომხმარებლისათვის ასევე ჩვეულებრივი მომხმარებლისთის, რომელსაც სთავაზობს ძებნას და მის მიერ ჩატვირთული მუსიკების კატეგორიებს. ასევე დაემატა მნიშვნელოვანი ფუნქცია, ახლა შესაძლებელია მუსიკისთვის ტექსტის დადება.

     მეშვიდე მიმართულება – ახალი ამბები

o8ასევე განახლდა News-ის ინტერფეისი, რომელიც სულ უფრო დაემსგავსა FlipBoard-ს. დაემატა ფასიანი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც სწრაფად მომხმარებლებს მიეწოდებათ სასწრაფო და სპეციალური ამბები.

     მერვე მიმართულება – ახალი აპლიკაცია HomeKit

o9ახლა არის ცალკე აპლიკაცია Home. ამ პროგრამის საშვალებით შენ აკონტროლებ შენს ჭკვიან სახლს. ამ პროგრამაში იტეგრირებულია Siri. მაგალითად: დილამშვიდობისა Siri. ის გადმოწევს ფარდას და ჩაგირთავთ სასიამოვნო მუსიკას. თუ თქვენ სახლის ზარს ვიდეო თვალი უყენია, ამ პროგრამის საშალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენს შეტყობინებებში პირდაპირ ეთერში უყუროთ ვიდეოებს თქვენი ვიდეო თვალიდან.

     მეცხრე მიმართულება – დარეკვის აპლიკაცია

o10 დარეკვის აპლიკაციას დაემატა საინტერესო ფუნქციები, როგორიცაა ხმოვანი შეტყობინების ტექსტად გადაქცევა (ეს ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური არაა თუმცა შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია). ასევე სხვადასხვა საკონტაქტო აპლიკაციებიდან, როგორიცაა WhatsApp-ი და Viber-ი, შემოსული ზარები აისახება მთავარ ზარების აპლიკაციაში.

     მეათე მიმართულება – iMessage

o11Apple-ის პრეზენტაციაზე ამ მიმართულებას დაეთმო 15 წუთი, რომლის განმავლობაშიც გაუჩერებლად წარმოადგინეს მისი ახალი ფუნქციები, როგორიცაა:

  • სმაილების რაოდენობის გაიზარდა
  • შეტყობინებას დაწერის დროს შეგიძლია კონკრეტული სიტყვები სმაილებად შეცვალო, ეს ავტომატურად ხდება.
  • გამოჩნდა ბუშტების ეფექტი, ეს ეფექტები და წერილები დაცულია.
  • ამ პროგრამისთვის უკვე შესაძლებელია სხვა აპლიკაციების საშუალებით ახალი სტიკერების დამატება.
  • ასევე შესაძლებელია ხელით ხატვა.

ახლა კი გადავინაცვლოთ Apple-ს სხვა წარდგენილ ინოვაციებზე:

 

Apple-მა თავიანთ კომპიუტერებისთვის ახალი სისტემა წარადგინა. მას არ ერქმევა OSX. ოპერაციული სისტემის ახალი სახელია ”macOS Sierra”.
თუ თქვენ შეგაწუხათ შეტყობამ,რომ თქვენს Mac-ში ადგილი აღარ არის, სისტემა გამოუყენებელ ფაილებს ონლაინ საქაღალდეში ატვირთავს და გაგენთავისუფლდებათ 150GB.

1Apple-მა პრეზენტაციის დროს დიდი ყურადღება დაუთმო სისტემის დაცვას. ახლა თქვენი iPhone და Apple Watch-ი გახდება ერთგვარი სენსორი თქვენი Mac-ის მოწყობილობისთვის. ანუ თუ თქვენ თქვენი ტელეფონით ან საათით მიხვალთ კომპიუტერთან, პაროლის შეყვანა აღარ მოგიწევთ, რადგან ის უკვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ ამ მოწყობილობის პატრონი. ასევე გაჩნდა ძალიან სასარგებლო ფუნქცია. თუ თქვენ მაგალითად Iphone-ში ან საათში დააკოპირეთ რაღაც ტექსტი, მისი გადატანა შესაძლებელია Mac-ის კომპიუტერზე.

2

     სიახლე – Siri-ი უკვე MacBook-შიც არის.

როგორც იქნა, ყველა ელოდა Siri-ს კომპიუტერზე გამოსვლას. მისი საშუალებით შესაძლებელია,როგორც ინტერნეტში ძიების განხორციელება ასევე თქვენი ძველი ფაილის მოძებნა. მაგალითად: გამიხსენი ის დოკუმენტი,რომელიც წინა კვირას დავარედაქტირე და შევინახე. Siri მომენტალურად მოძებნის მას და ჩაგირთავთ. თუ ზუსტად ვერ იპოვა რამდენიმე ვარიანტს გაჩვენებთ და თქვენ აირჩევთ. ასევე დაამატეს ფანჯარა-ფანჯარაში. ანუ თუ თქვენ უყურებთ ვიდეოს და გინდათ თან წეროთ შესაძლებელია ის ვიდეო დააპატარაოთ და იქნება ფანჯარა-ფანჯარაში. ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა.

3

     Apple watchOS 3

როგორც კონფერენციაზე ითქვა, საათის ახალი სისტემა უფრო სწრაფი იქნება. ტელეფონის მენიუ უფრო გამარტივდა. სვაიპის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ საათის ციფერბლატის შეცვლა. შესაძლებელი იქნება ეკრანზე ასოების წერა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურად და ჩინურად.

4

გამოჩნდა ძალიან სახალისო ფუნქცია. შეგიძლიათ საათად მიკი დააყენოთ თან თქვენ საათს შეუხამოთ.

56-1

 

 

 

 

 

 

საათს დაემატა ძალიან საჭირო ფუნქცია დარეკვა სასწრაფო დახმარებაში. ანუ შუა კლავიშის დიდხანს დაჭერის შემთხვევაში საათი ავტომატურად დარეკავს სასწრაფო დახმარებაში.

7

ახლა Apple Watch-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი აქტივობის ცხრილი სხვას გაუზიაროთ ან პირიქით სხვისი აქტივობა ნახოთ.

8-19-1

Apple Watch-ის საშულებით თქვენ შეძლებთ სუნთვის დარეგულირებას. ანუ რამდენი ხანი ჩაისუნთქო და ამოისუნთქო.

10

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც Apple Watch-ი იქნება სასარგებლო. იგი დაითვლის ეტლით რამდენი გაიარეთ.

https://developer.apple.com/videos/wwdc2016/

https://www.youtube.com/watch?v=B77GSqmD6YQ

 

 

 

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?