მსოფლიოს პირველი, ბავშვის ზომის ეგზო-ჩონჩხი

ჩვენ აქამდეც გვინახავს ეგზო-ჩონჩხები, მაგრამ არა ამის მსგავსი.

ეს ახალი მდოელი, რომელიც შექმნეს ესპანელმა გამომგონებლებმა, დაეხმარება ხერხემლის კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ბავშვებს.

თითქმის 12 კილოგრამიანი მოწყობილობა შედგება გრძელი დამხმარე ბოძებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ფორმა იცვალონ და მოერგონ ბავშვის ფეხებს და ტორსს. სპეციალური ძრავი ზუსტად იმეორებს ადამიანის კუნთების ქცევას, და პაციენტს, რომელსაც ძალა არ ყოფნიდა ფეხზე დასადგომად, სიარულის საშუალებას აძლევს. სისტემას შეუძლია იმუშაოს 5 საათი გადაბმულად. ასევე შეიძლება მისი სტრუქტურის შეცვლა, რათა მოერგოს 3-14 წლის ასაკის ბავშვებს.

მოწყობილობა შეიქმნა ესპანური ნაციონალური კვლევითი საბჭოს მიერ. ის არამარტო გავლაში ეხმარება ბავშვს (ხშირ შემთხვევასი პირველადაც კი); არამედ მოძრაობა ბავშვებს შეუწყვეტს სქოლიოზის განვითარების საშიშროებას. დღესდღეობით, დიდი იმედები მყარდება ეგზო-ჩონჩხის არა მხოლოდ საავადმყოფოებში, არამედ სახლებში განთავსებაზეც.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?