კომპანია NVIDIA_ს პროვოკაციული რეკლამა

ცოტა ხნის წინათ პასკალის არქიტექტურის ბაზაზე გამოჩნდა უახლესი ინფორმაცია ახალი ვიდეო კარტის გამოშვების შესახებ .

კორპორაცია ნვიდიამ გადაწყვიტა გაეტარებინა პროვოკაციული სარეკლამო კამპანია, რომლის დასახელებაც იქნებოდა „Order of 10“. გამორჩეული და საუცხოო იყო მისი ყუთი და თვითონ სქემაც , რომელიც არაფრით არ უკავშირდებოდა NVIDIA_ს . მისი შინაარსი ჯერ-ჯერობით გაურკვევლია და მიეკუთვნება განხილვის საგანს რადგან გაურკვევლობაში გაეხვა ის ხალხიც , რომლებმაც მიიღეს ამანათი ამ ამოუცნობი საგნის სახით . ყველაზე საინტერესო კი ბოქლომია , რომელიც მასზეა გამოსახული .


შემდეგში უკვე აღმოჩნდა , რომ მისი გამოსახულებები მიანიშნებს მომავლის ვიდეო კარტებს , რომლებიცაა GeForce GTX 1080 და GeForce GTX 1070. ისმის კითხვა თუ როგორ მოახერხეს მისი გაშიფვრა ? პასუხი მარტივია : ინიციალები შესრულებულია სწორედ NVIDIA_ს საფირმო და ყველასათვის ნაცნობი შრიფტით . სწორედ ეს შრიფტი იმყოფება ნვიდიას მფლობელობაში , რადგან მის გარდა არსად არ არის შემჩნეული მსგავსი ფორმის ინიციალები. ყველაფრის მიუხედავად ინტერნეტშიც კი გაჩნდა საიტი orderof10.com , რომელიც რეგისტრირებულია 2 კვირის უკან .
ამ ყუთის ადრესატები იყვნენ გამორჩეული და ცნობილი დამკვირვებლები , როგორებიცაა: Slashgear, GamerNexus, JackPattilo, Endgadget და სხვები. ყუთში დევს ტესტური ვიდეო კარტები თუმცა კონკრეტული დასახელება ჯერჯერობით არაა ცნობილი . ვარაუდობენ რომ ეს შეიძლება იყოს GeForce GTX 1080 ან GeForce GTX 1070. ასე და ამგვარად სულ მალე ყველაფერი გაირკვევა და თქვენ მიიღებთ უახლეს ინფორმაციას ამ მოდელის შესახებ . ოფიციალური განცხადება დაანოონსებულია 6 მაისს.

გამოყენებული წყარო : http://www.3dnews.ru,
http://orderof10.com/humanityshallbeenlightened
ავტორი : ლაშა ბერუაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?