კომპანია Intel-ის CPU გრაფიკული ბირთვი Iris Pro Graphics 580

მოგეხსენებათ, რომ კორპორაცია Intel კარგად არის ცნობილი მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით.

ინტელი ასევე აწარმოებს ქსელურ კარტებს, მეინბორდის ჩიპსეტებს, კომპონენტებსა და სხვა მოწყობილობებს. ინტელს ჩატარებული აქვს მოწინავე კვლევითი პროექტები ნახევარგამტართა წარმოების ყველა სფეროში.
ყველანაირი დაანონსების გარეშე კორპორაცია Intel_მა გამოუშვა სამი ახალი მიკროპროცესორი ინტეგრირებული სისტემისთვის. ახალი პროცესორები ეფუძნება Skylake_ის მიკროარქიტექტურას. მათ აქვთ პროდუქტიული და ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Iris Pro Graphics 580 , რომელსაც გააჩნია eDRAM მეხსიერება. მიკროარქიტექტურის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო გრაფიკული პროცესორის და ბუფერული მეხსიერების ხარისხის ამაღლებას. CPU_ს მონაცემები მის წინამორბედებისგან განსხვავებით ძალზედ თამამად დაიკვეხნის გაუმჯობესებული მუშაობის ხარისხით. ახალი მიკროსქემები როგორებიცაა i7-6785R, Core i5-6685R და Core i5-6585R ჩაშენებულია დედაპლატაზე და ეკუთვნის AIO სისტემის კლასს , რომელიც იშიფრება როგორც all-in-one( ყველა ერთში ) . ეს პროცესორები გამოიყენებენ ბროლის Skylake-H_ს თავის მოწინავე კონფიგურაციაზე, ოთხი ზოგადი დანიშნულების ბირთვით და მეცხრე თაობის გრაფიკული პროცესორით Iris Pro Graphics 580 . ამ წლის დასაწყისში Intel_მა წარმოადგინა Skylake-H როგორც სრულ კონფიგურაციაში. ოთხ ბირთვიანი უბრალო გრაფიკული პროცესორი Skylake-S ძალზედ პატარად გამოიყურება . ტრანზისტორების ბიუჯეტის ლომის წილი იქნა დახარჯული დედაპლატაზე განთავსებულ ფართო ჩაშენებებზე .
Intel Skylake_ის პროცესორების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბუფერული eDRAM არქიტექტურა , რომელმაც CPU_ს ახალ თაობაში მიიღო უნივერსალური სტატუსი.Skylake-H_ის ერ თ-ერთ მთავარ გაუმჯობესებად Haswell-H და Broadwell-H_თან შედარებით ითვლება ახალი გრაფიკული ბირთვი და ასევე პროცესორების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა
ასე და ამგვარად გრაფიკული პროცესორი Iris Pro Graphics 580 ფლობს განახლებულ მულტიმედიურ ძრავას , რომელიც მხარს უჭერს აპარატულ Ultra HD გაშიფრვას და კოდირებას HEVC და VP9 მეშვეობით.

წყარო : Www.3dnews.ru

ლაშა ბერუაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?