AMD-მ წარმოადგინა თავისი ახალი ვიდეობარათი RADEON RX480

კომპანია AMD-მ, თავისი მთვარი კონკურენტის NVIDIA-ს საპასუხოდ გამართა პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის ახალი ვიდეობარათის გამოსვლის შესახებ.

ახალი ბარათის სახელია RADEON RX480, რომელიც დაფუძნებულია GPU Polaris-ზე თვისუფლად შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა განებივრებული გეიმერისა და VR-ენთუზიასტების მოთხოვნა.
1    
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ახალი ვიდეობარათის ფასი სულ რაღაც 199$ იქნება, როდესაც NVIDIA-ს ახალი ვიდეობარათები  Geforce GTX 1070 ღირს 379$ და GTX 1080 – 599$.

2

Radeon RX480-ს შეუძლია გადაამუშავოს გამოთვლითი სიჩქარე 5 Teraflops-ზე მეტი. გაცნობებთ, რომ GTX 1070 გამოსცემს 6.5 Teraflops-ს, რომელიც ღირს თითქმის ორჯერ მეტი. ორი RX480-ის მუშაობისას CrossFireX-სთან გამოსცემს GTX 1080-ზე (რომელიც გამოყოფს 9 Teraflops-ს და ღირს 599$) მეტ სიმძლავრეს.

AMD ახალ ვიდეობარათის ორ ვარიანტს გამოუშვებს: 4 GB და 8 GB ჩაშენებული მეხსიერებით. RX480 ბარათს აქვს Freesync-ის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას აძლევს კადრების ხარისხის ნორმალიზირებას, მას ასევე შეუძლია იამაყოს იმით რომ  აქვს DisplayPort 1.3/1.4-ის მხარდაჭერა.

3

როგორც ვხდედავთ, AMD-ს ახალი ვიდეობარათის უპირატესობას წარმოადგენს მისი ფასი. გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 200$-ის გადახდა ასეთი სიმძლავრის მქონე ბარათის შესაძენად მართლაც რომ გასაკვირია. ვირტუალური რეალობის გარნიტურები, როგორებიცაა Oculus Rift და HTC Vive თხოულობენ ვიდეობარათებს რომლებიც ღირს არანაკლებ 300$-ისა, Radeon RX480-ის შძნისას ნათლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ დავზოგავთ ასობით დოლარს.

4

Radeon RX480 გაყიდვაში გამოვა ამ წლის 29 ივნისიდან.

http://www.amd.com/en-us/

http://wccftech.com/amd-radeon-rx-polaris-10-polaris-11-specs-performance/

http://www.amd.com/en-us/innovations/software-technologies/radeon-polaris

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?