ახალი IOS 10

„ეფლმა“ გასულ ორშაბათს მსოფლიო დეველოპერების კონფერენციაზე ახალი ios 10 სისტემა წარადგინა

სისტემა დამდეგ შემოდგომაზე გაეშვება. კორპორაციის მთავარმა დირექტორმა ios 10-ს ყველაზე გიგანტური და სხვა დანარჩენი სისტემების დედა უწოდა.

სხვადასხვა შემოთავაზებებს შორის ახალ სისტემას ექნება დამატებითი ფუნქციები მესიჯებში, განახლებული დიზაინი ახალი ამბების, მუსიკების და ფოტოებისთვის, გაუმჯობესებული შესაძლებლობები დეველოპერებს მათი პროგრამების “Siri“–სთან, რუქებთან და მესიჯებთან ინტეგრირებისთვის, ახალ სისტემაში ასევე განახლებულია “Home Screen” და “Lock Screen“–ის დიზაინი, შეტყობინებების ველი შემოდგომიდან ახალ სახეს მიიღებს და წინა ios სისტემებისგან განსხვავებით ახლა ისინი ჩარჩოებში იქნება მოქცეული. სისტემის წარდგენიდან 2 კვირის თავზე უკვე შესაძლებელია ios 10 beta–ს დაყენება.
Notifications
„ეფლმა“ ასევე წარადგინა ახალი სისტემები: “WatchOS”, “tvOS”, და “MacOS”.
ახალი “WatchOS” სისტემაში ნავიგაცია მკვეთრადაა გაუმჯობესებული რაც პროგრამებთან წვდომას უფრო მარტივს ხდის.
tvOS”–ში დამატებულია ახალი არხები, მათ ასევე წარადგინეს პროგრამა, რომელიც შესაძლებელს გახდის აიფონის ტელევიზორის პულტად გამოყენებას.
“ეფლის” ახალმა სისტემამ მსოფლიო დეველოპერების კონფერენციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

წყარო: http://www.technewsworld.com/

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?