New York-ის კომპანია ტესტავს მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავს

ეს შავი ფრთები არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის. თვითმფრინავის ეს პროტოტიპი მზის ენერგიის ხარჯზე დაფრინავს ოცი წუთის განმავლობაში.

თავის მისიაში, რომელიც მოიცავს ინტერნეტის სამყაროს უამრავ ქვეყანაში გავრცელებას, Luminati Aerospace LLC აცხადებს, რომ წარმატებით ჩაიარა ახალი მზის ენერგიის ელემენტების ტესტირებამ, რომლებიც დამონტაჟებულია VO-Substrata თვითმფრინავზე, იტყობინება Associated Press.

“ეს არის ერთადერთი თვითმფრინავი რომლის მართვის დროსაც მესმის ჩემთან ახლოს მფრენი ვერტმფრენის ხმა” განაცხადა პილოტ Robert Lutz-მა. “ეს ოდნავ საშიშია მაგრამ ამავდროულად ძალიან მაგარი”.

Luminati-ს (დიახ, როგორც Illuminati) დამფუძნებელი Daniel Preston-ის თქმით, მათი მიზანია შექმნან უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მზის ენერგიის წყალობით ფრენას განუსაზღვრელი დროით შეძლებს.

“მე ნამდვილად არ შემიძლია ვიფიქრო სხვა საინჟინრო პროექტზე, რომელსაც ექნება უფრო დიდი სოციალური გავლენა, ვიდრე კომუნიკაციების შეტანა მრავალ ქვეყანაში, სადაც ხალხს ის არ გააჩნია.” განაცხადა მან.

Preston-მა ასევე ბრძანა, რომ კომპანია აპირებს მიაწოდოს თვითმფრინავები კერძო როგორც კერძო ბიზნესებს, ასევე სადაზვერო სააგენტოებს, სადაზვერო ოპერაციებისთვის.

თუმცა, არ არის ნათელი, თუ ვინ შეუკვეთა ეს პროექტი. Preston-მა არ დაასახელა კომპანიის სახელი რომელმაც ამ საქმეში ფული ჩადო, მაგრამ არის ეჭვები, რომ ან Google არის დამფინანსებელი, ან Facebook, რადგან წარსულში ორივეს ჰქონდა მცდელობა შეექმნა უპილოტო საფრენი აპარატები.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?