ახალი ფერადი 3D-პრინტერი საგნებს ქაღალდისაგან ბეჭდავს

კომპანია Mcor-მა CES გამოფენაზე წარმოადგინა 3D-პრინტერი Mcor Arke, რომელიც ფერად და გადამუშავებას დამქვედებარებულ ნივთებს ქმნის.

ეს არა აღნიშნული კომპანიის პირველი “ქაღალდის” პრინტერი, თუმცა ეს ვარიანტი უფრო მცირე ზომისაა და გაცილებით იაფი ღირებულება აქვს.

printeri1

Mcor Arke პრინტერის ღირებულება შეადგენს 5995 დოლლარს, და მისი წონა – კილოგრამზე ნაკლებია. შედარებისათვის: Iris HD პრინტერი ღირს 36400 დან 47600 დოლარამდე და იწონის 150 კილოგრამზე მეტს.

printeri2

თქვენ ალბათ იკითხავთ თუ რატომ განიზრახა ამ კომპანიამ ასეთი იაფი პრინტერის შექმნა? ეს სიახლე არის შექმნილი საგანმანათლებლო მიზნებისათვის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ რომ მსგავსი პრინტერები ყველა სკოლაში და სასწავლო კლასებში იყოს.

რადგან პრინტერი ამოსაბეჭდათ ქაღალდს იყენებს, ამობეჭვდვის ღირებულებაც საგრძნობლად იკლებს. Mcor განაცხადა რომ მათი ქაღალდის ფასი საშუალოდ 10-20 პროცენტს შეადგენს მსგავს 3D პრინტერებში გამოყენებადი რეზინისაგან, თანაც ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთა ნიფთს წარმოადგენს.

Mcor Arke პრინტერები გაყიდვაში 2016 წლის მეორე ნახევარში გამოვა. კომპანიამ უკვე მიიღო ორი ათას ხუთზე მეტი შეკვეთა მსგავს 3D-პრინტერებზე.

წყარო: http://hi-news.ru/gadgets/novyj-cvetnoj-3d-printer-pechataet-predmety-iz-bumagi.html

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?