ტვინის რეაქციამ გარკვეულ სიტყვებზე შეიძლება შეცვალოს პარლოები

შენ შეიძლება აღარ დაგჭირდეს ემეილებისა და საბაკო ანგარიშების პარლების დამახსოვრება. ბინგამტონის უნივერისტეტის მკვლევარების თქმით, პაროლი შეიძლება შეცვალოს ტვინის საპასუხო რეაქციებმა გარკვეულ სიტყვებზე. ჟურნალ „ნეიროკომფუტინგში“ ახლად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უნივერსიტეტის მეცნიერები აკვირდებოდნენ ტვინის სიგნალებს 45 მოხალისეში, იმ დროს როდესაც ისინი კითხულობდნენ 75 აბრევეატურის ჩამონათვალს მაგალითად : FBI ან DVD. ისინი იწერდნენ ტვინის რეაქციებს ასოების თითოეული ჯგუფის მიმართ, კონკრეტულად კი ფოკუსირდებოდნენ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია სიტყვების წაკითხვასა და შეცნობაზე. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა ტვინი განსხვავებულად რეაგირებდა თითოეულ აკრონიმზე. ამ განსხვავებათა სიზუსტე კომპიუტერული გამოთვლებით 94 % უტოლდებოდა. ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს , რომ ტვინის ტალღები გამოვიყენოთ დაცვის სისტემებში ადამიანის საიდენტიფიკაციოდ. როგორც სარა ლაზლო ამბობს, ფიზიოლოგიისა და ლინგვისტიკის პროფესორის ასისტენტი ასევე „ბრეინპრინტის“ თანაავტორი, ტვინის ბიომეტრია იმით არის მომხიბვლელი რომ, ის გაუქმებადია და შეუძლებელია მისი მოპარვა ბოროტმოქმედების მიერ.

„თუ ვიღაცის თითის ანაბეჭდს მოიპარავენ, იმ ადამიანს არ შეუძლია ახალი თითის გაზრდა, რომ შეცვალოს ძველი ის ცუდ მდგომარეობაში ვარდება , რადგან ანაბეჭდის გაუქმება არ შეიძლება. რაც შეეხება ტვინის ანაბეჭდს, მისი გაუქმება პოტენციურად შესაძებელია. ანუ თუ მოხდა ამ ანაბეჭდის მოპარვა, რაც წარმოუდგენელია , მის მეპატრონეს შეუძლია პაროლის გამოცვლა“ ამბობს ლაზლო.

ჟანფენგ ჯინი, ელექტრული , კომპიუტერული და ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფერსორის ასისტენტი, ფიქრობს , რომ ტვინის ანაბეჭდი არ იქნება მასობრივი პროდუქციისათვის განკუთვნილი სუსტად დასაცავ სისტემებში ,არამედ მისი წარმოება მოხდება როგორც მნიშვნელოვანი და ძლიერი დამცვლობითი აპლიკაციის სახით.

„ჩვენ ამ სისტემის აპლიკაციას ვხედავთ, მაღალი ხარისხის უსაფრთხოების მქონე დაწესებულებებისათვის, როგორებიცაა პენტაგონი ან საჰაერო ძალების ლაბორატორიები, სადაც არ არის ბევრი მომხმარებელი ავტორიზირებული შენობაში შესასვლელად, და მათ არ ჭირდებათ ისეთი სიხშირით ავტორიზირება როგორც მაგალითად მომხმარებელს სჭირდება ეს ტელეფონში ან კომპპიუტერში“ ამბობს ჯინი.
პროექტი კონსოლიდირებულია სახელმწიფო სამეცნიერო ფონდისა და უნივერსიტეტის დისციპლინათა შორისი თანამშრომლობის საგრანტო პროგრამით

.150602160631_1_900x600 brain01

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?