Samsung’s Galaxy S7

სამსუნგის სმარტფონების მოყვარულებისთვის , სამსუნგმა უკვე დაანონსა საკუთარი ტელეფონის Samsung Galaxy S7-ის  გამოსვლის თარიღი, რომელსაც “The Next Galaxy” უწოდეს.

სულ რაღაც 3 კვირაში ჩვენ ვიხილავთ ახალ Samsung galaxy S7-ს ბაზარზე, რომლის პრეზენტაცია შედგება ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. ასევე ტელეფონთან ერთად შედგება “cube Gear VR goggle” სათვალის პრეზენტაცია რომელის 21 თებერვლას  ჩატარდება.

Galaxy-S7-3

ახალი  Samsung Galaxy S7  ვიზუალურად იგივე იქნება როგორც Galaxy S6  და S6 Edge, მაგრამ  მას ექნება MicroSD slot ,USB-C, მგრძნობიარე ეკრანი და ასევე წყლისგან დამცავი , რაც იმას ნიშნავს რომ თუ წყალში ჩაგივარდათ იგი არ დაზიანდება. ასევე ძველი Galaxy S6 ისგან განსხვავებით ექნება ცოტათი დიდი ეკრანი და ზოგიერთ Galaxy S7 -ში გამოყენებული შეიძლება იქნას Snapdragon 820 პროცესორი. ეს ყველაფერი იქნება 3 კვირაში რომლის პრეზენტაციაც ასევე შეგეძლებათ უყუროთ ლაივ რეჟიმში 21 თებერვალს.

წყარო: www.theverge.com
ავტორი: ლადო დემურაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?