ყველაზე დახვეწილი Windows – Windows 10

ყოველთვის ახალი ოპერაციული სისტემის გამოსვლა ხმაურიანი იყო და ხდებაოდა მწვავე განხილვის საგანი იმ ხალხს შორის რომლებსაც აწყობდა უკვე არსებული სისტემა და ახალზე გადასვლას არ აპირებს და იმ ხალხს შორის , რომლებიც მიისწრაფვის უკეთესისკენ და გაუმჯობესებისკენ. არც ახალი ოპერაციული სისტემის დამრგვალებული ნიშნულის მატარებლის – Windows 10 -ის რელიზი იყო გამონაკლისი.შეფასებები ყველას თავისბური ქონდა ახალი ოპერაციული სისტემის შეფასებისას, ბევრისთვის უკეთესიც შეიძლებოდა ბევრი კი ძალიან კმაყოფილი დარჩა , მაგრამ მიუხედევად ამისა უნდა ითქვას , რომ ბოლო Microsoft-ის ნამუშევარი მომხმარებლებს გულგრილს და უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.
ახალი ოპერაციული სისტემის დაინსტალირების შემდეგ პირველი ,რასაც მომხმარებელი შეამჩნევს არის დიზაინი. უნდა ითქვას, რომ დიზიანი რადიკალურად არ შეცვლილა და იგი 8.1-ის მსგავსია , მაგრამ აუცილებლად მიიქცევს მომახმარებლის ყურადღება ის ფაქტი , რომ საბოლოოდ Microsoft-მა დააბრუნა ყველასთვის სასურველი START MENU.როგორც ჩანს მომხმარებლების ძალიან დიდმა კრიტიკამ Microsoft -ს გადააწყვეტინა დაებრუნებინა Windows -ისთვის მისი ჩვეული იერსახე. START MENU ახლა ასე გამოიყურება:
image 1 win 10win 10

რათქმაუნდა ახლა უკვე მენიუ უფრო ფუნქციონალური და გაუმჯობესებულია, როგორც დიზაინის მხრივ ისე სისწრაფის მხრივ Windows 7 თან შედარებით. ასე რომ , ძველი ოპერაციული სისტემების მოყვარულებს არ ექნებათ მიზეზი იმსა, რომ არ განაახლონ საკუთარი ოპერაციული სისტემები იმის გამო, რომ კომპანია Microsoft-მა მოკლა ყველასთვის “საყვარელი” START MENU , როგორც ეს Windows 8.1 -ის გავრცელების დროს მოხდა და ბევრ მომხმარებელს გული დაწყვიტა. და მაინც ღირს თუ არა უკვე არსებული ოპერაციული სისტემის დათმობა, ცოტა ოდენი დროის დაკარგვა და ახალი ოპერაციული სისტემის დაყენება ? ამ კითხვას პასუხი რამდენიმე მომენტის გარკვევის და განხილვის შემდეგ გაეცემა.
უნდა ითქვას , რომ გაუმჯობესბები ნამდვილად უფრო მეტია ვიდრე მომხმარებლების წარმოუდგენიათ.

დაბრუნებული START MENU -ს გარდა , გამოჩნდა სრულიად ახალი ინტერნეტ ბრაუზერი სახელწოდბით Microsoft Edge, რომელიც ნამდვილად არ არის ის უბრალო და ნელი ბრაუზერი , რომელიც იყო ისტორიების მანძილზე Internet Explorer.
Edge
ბრაუზერის ჩართვის პირველივე მომენტისას შესამჩნევია მისი სისწრაფე და შეცვლილი ხასიათი. კომპანიის განცხადებით ეს ბრაუზერი ყველაზე სწრაფია მის კონკურენტებთან შედარებით და ის ამის შესახებ მის ოფიციალურ საიტზეც აღნიშნავს:
Win Edge

ბრაუზერი ნამდვილად გამოირჩევა სისწრაფით და საკმაოდ კომფორტულია მოხმარებაშიც. მაგრამ ნამდვილად არის ის Google Chrome და Mozilla Firefox -ზე სწრაფი ? ჯერჯერობით ამის დადგენა ძალიან ღტულია და ამას თავად სტატისტიკა და მომხმარებლების გამოუხმარებაც გვიჩვენებს. დაინერგა ასევე ახალი საძიებო სისტემაც სახელწოდებით Cortana.
Cortana
რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია და ეფექტური ძიებაშიც. ასევე აღსანიშნავი ფაქტია , რომ Windows 10 საბოლოოდ ის “ერთიანი” ოპერაციული სისტემაა, რომელიც გამოყენებაში იქნება სხვდასხვა პლათმორმებზე.

ასევე დამატებულია Microsoft Store , სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვიღტონ და ისარგებლონ დიდი რაოდენობის პრტაბელური აპლიკაციებით.

რაც შეეხება მის სისწრაფეს და არის თუ არა ნამდვილად Microsoft-ის ბოლო პროდუქტი ნამდვილად გაუმჯობესებული და უფრო სწრაფი მოხმარებაში ვიდრე მისი წინამორბედები?

ამაში მომხმარებელი თავად დარწმუნდება მისი ინსტალაციის შემდეგ.უნდა ითქვას ,რომ კომპიუტერის ჩართვას და ოპერაციული სისტემის სრულყოფილად ჩატვირთვას საგრძნობლად ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე ეს ხდებოდა Windows 7 და Windows 8.1 -ის შემთხვევაში . ეს ნათლად ჩანს ტესტების შედეგებშიც:

სატესტო სისტემა:
Test

შედეგები:

1. ოპერაციული სისტემის ჩატვირთისთვის საჭირო დრო სისტემის ჩართვისას-
Boot Time

2. Sleep Mode-ში გადასვლისთვის საჭირო დრო-
SleepTime

3.Sleep Mode-დან შმუშო რეჟიმში დაბრუნებისთვის საჭირო დრო-
Wake Time

4.PC Mark 8 – შედეგები სინთეტიკურ ტესტში –
PC MARK 8

ამ შედეგების მიხედვით, ნათელია , რომ ბოლო Windows ნამდვილად არის ყველაზე დახვეწილი და გაუმჯობესებული ოპერაციული სისტემა და Windows -ის მომხმარებლებს ნამდვილად უღირთ ამ ოპერაციული სისტემის დაინსტალირება , რადგან შედეგებით უკმაყოფილონი ნამდვილად არ დარჩებიან.

ასევე Microsoft-მა დაანონსა ინოვაციური DIRECTX 12 -ის მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ Windows 10 -ისთვის იქნება ხელმისაწვდომი , მართალია ჯერჯერობით ამის აუციელებელი საჭიროება არ არსებობს, რადგან DIRECTX 12 -ზე მოთხოვნა მინიმალურია.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო ოპერაციული სისტემა Microsoft-ის შესრულებით ნამდვილად დიდი სიახლეა კომპიუტერული სამყაროსთვის და არა მარტო. ასევე უნდა ითქვას , რომ კომპანია Microsoft-ი აგრძელებს მოცემულ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობას და აუმჯობესებს მის ხარისხს და ასწორებს სხვდასხვა ხარვეზებსა და შეცდომებს, რაც შესამჩნევია მრავალ განახლებებში , რომლებიც აქტიურად გამოდის დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?