ნიდერლანდებში წვიმის სენსორებიან შუქნიშნებს აყენებენ

ქალაქ როტემდემის მერია ატარებს ექპერიმენტს, რომლის მიზანიცაა ველოსიპედით გადაადგილების გაადვილება უამინდობის დროს.

იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით გადაადგილებით, ქალაქის საბჭო უახლოეს მომავალში გეგმავს ქუჩის შუქნიშნებზე დეტეკტორები განათავსოს, რომლებიც დაარეგულირებენ ველოსიპედით მოძრავი ადამიანების ლოდინის დროს უამინდობის შემთხვევაში.

წვიმის დაწყების დაფიქსირებისას, ტენიანობის გამსაზღვრელი სენსორები ავტომატურად შეამცირებენ ველოსიპედით მოძრავი მძღოლების ლოდინის დროს სამი წუთიდან 40 წამამდე.

ავტომობილის მძწოლებისათვის, რომლებიც თავის მანქანაში მშრალ სალონში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იმყოფებიან, ლოდინის დრო მოემატებათ. ჯერ ჯერობით ქალაქის ქუჩებში ექსპერიმენტალურად არის განთავსებული მხოლოდ ერთი ასეთი შუქნიშანი, თუმცა ქალაქის მართველების გეგმაში აქვთ ასეთი შუქნიშნების მთელი ქალაქის მაშტაბით დაყენება.

წყარო : http://www.qwrt.ru/news/3211

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?