Google-ს საკუთარი VR მოწყობილობა უნდა!

როგორც ჩანს გუგლი დიდ თანხას და დროს უთმობს საკუთარ ვირტუალური რეალობის მოწყობილობას.

ამას ადასტურებს რამდენიმე ღია სამსახურის ადგილი გუგლში, რომლებიცაა მოწყობილობის ინჟინერიის წამყვანი ტექნიკური მენეჯერი და PCB დაგეგმარების მენეჯერი. ორივე პზოცია მთავრებოდა სიტყვებით “Virtual Reality”, შემდეგ გუგლმა შეცვალა ეს და ამის ნაცვლად “Consumer Hardware” ეწერა.
წამყვანი მენეჯერის პოზიციის აღწერა შემდეგნაირი იყო: “ჩვენი მომხმარებელზე გათვლილი მოწყობილობების ჯგუფი მუშაობს რომ შეცვალოს ის, თუ როგორ შედიან ადამიანები კონტაქტში მოწყობილობებთან და ვეძებთ ინჟინრებს რომ ეს რეალობად აქციონ. ჩვენ გვინდა ახალი გზების გახსნა მოწყობილობებთან ურთიერთქმედების დროს”.
დასაქმების ლისტები ზოგადად არ ავლენენ კომპანიის ბიზნეს გეგმებს, მაგრამ გუგლმა აჩვენა უკვე თავისი დაინტერესება VR ტექნოლოგიებში. კომპანიამ თავისი Cardboard ინიციატივა 2014 წელს გაუშვა და მას უცნაური და იდუმალი პარტნიორობა აქვს კომპანია Magic Leap-თან. გუგლმა ასევე აიყვანა ახალი VR ტალანტი : ყოფილმა Vine ბოსმა, Jason Toff-მა, დატოვა თვითერი და შეუერთდა გუგლის VR პროგრამას. ამასთანავე ეს ხომ გუგლია, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგია მისი საყვარელი სფეროა.

წყარო – Engadget engadget.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?