დრონების რბოლა სპორტად იქცევა

დრონების რბოლა როგორც სპორტი? ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ დრონების რბოლის ლიგის წევრები(Drone Racing League, DRL), ყოველდღიურად მზარდი აუდიტორია, სპონსორები და ივენთ ჰოლდერები.

რბოლის მონაწილეები ორგანიზებულად ცდილობენ ჩაატარონ და მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, რაც ნელნელა მაყურებლიან, საინტერესო და მაღალ ხარისხიან სპორტად იქცევა.

გასაკვირიც არ არის, რამე შეაჯიბრე ერთმანეთს და ეს უკვე თითქმის სპორტია. დაამატე დრონების დამტვრევები, საშიში და თავბრუდამხვევი აერო ტრიუკები და პოტენციური მაყურებელის რეცეპტი უკვე მზადაა. FPV კომპონენტი კი უფრო მეტ სიამოვნებას იძლევა, რაც გულისხმობს სათვალეს, რომელიც უკეთია პილოტს რომ დაინახოს ზუსტად ის, რასაც დრონი ხედავს (First person view). ამის საშუალებით მაყურებელი ან პირდაპირ უყურებს რბოლას, ან იმას, რასაც მისი საყვარელი პილოტი ხედავს სათვალის დახმარებით. ძალიან საინტერესოა, როდესაც უყურებ თავბრუდამხვევ რბოლას ეკრანზე, დრონის თვალებით ან მოედანზე სადაც დრონები ერთმანეთს ეჯახებიან, შედიან ვიწრო გასასვლელებში, ხეებს შორის დაძვრებიან დიდი სიჩქარით და იქვე სკამზე წყნარად ზის რამდენიმე ადამიანი დიდი სათვალით და ამ ქაოსს აკონტროლებს.

რა თქმა უნდა დრონებს არ აქვთ დიდი ძრავები და არც ბენზინის სუნს ტოვებენ, მაგრამ აქვთ რამდენიმე საინტერესო პლიუსი, რაც მათ რბოლას საყურებელს ხდის. პირველი ის არის, რომ რბოლის ჩატარება ყველგან შეიძლება, არა მარტო მოედანზე, არამედ მის ირგვლილ, ჰოლში, კიბეებზე, იქვე საშაურმესაც ჩაუფრენენ და უკან დაბრუნდებიან. ასევე დრონები არ ღირს ათასები და მილიონები როგორც მანქანები, ამიტომ საშიშ ადგილას გაშვებით და ტრიუკების გაკეთებით დამტვრეული დრონები უხვად იქნება, რაც უკვე სანახაობაა. აქვე მაგალითებიც:

Drone Racing League–ს თქმით მათ 6 რბოლა აქვთ ამ წელს დაგეგმილი. პირველი კი 1 თვეში, მაიამის Sun Life Stadium-ზე, სადაც საუკეთესოები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ნელნელა წაიწევენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ასევე Drone Worlds ატარებს თავის მსოფლიო ჩემპიონატს ოქტომბერში. 1 კვირის განმავლობაში მონაწილეები 90–იანი წლების ჩატრუმების სახელებით ირბოლებენ. ნათელია რომ ეს ბარტყი სპორტი ნელნელა თავს იმკვიდრებს.

იქნებიან ადამიანები რომლებიც ამ სპორტს უიმედოდ ჩათვლიან, მაგრამ როგორც კრიტიკოსების ისტორიიდან ვიცით, ისინი სერიოზულად არაფერს უყურებენ სანამ საქმეში ფული არ დაიწყებს ბრუნვას. Drone Worlds 200 000$–ს თავაზობს მრბოლელებს ოქტომბრის ჩემპიონატში ჰავაიზე და თუ Drone Racing League ავა ამ რიცხვებზე რეგულარულად, კრიტიკოსების საუბარს აღარავინ მოუსმენს. აქამდე კი დაველოდოთ DRL-ის სეზონის გახსნას 1 თვეში.

წყარო – Engadget engadget.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?