დრეკადი ეკრანების და მანათობელი მოწყობილებების ერის დადგომაზე, უკვე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს დრო ჯერ ვერ დადგა. გარკვეული პროგრესი ამ სფეროში აღინიშნება, გამოშვებული სმარტფონების რამდენიმე მოდელიც, მაგრამ ქაღალდის მსგავს დრეკადობაზე საუბარი, ამ სფეროში ჯერ ნაადრევია.

სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა (Centre for Process Innovation) რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ამ დარგში, დიდ წარმტებას მიაღწია, როდესაც წარმოადგინა OLED-პანელი , საკმაოდ შთამბეჭდავი დრეკადობით.

სადემონსტრაციო ვიდეოში ნაჩვენებია, სპეციალური მოწყობილობა როგორ კეცავს და ასწორებს ეკრანს, უკიდურესობამდე , ისე რომ მის სიმთელეს საფრთხე არც ექმნება, ამასთანავე ის ანათებს და არანაირი აშკარა ფაქტი მასზე ზემოქმედების არ შეინიშნება. სამეცნიერო-კვლევითი ინოვაციების ცენტრში იქმნება ისეთი ელასტიური-მანათობელი ზედაპირები რომელიც 50 ნანომეტრის სისქისაა. ეს ყველაფერი კი, არა ხელით , არამედ სპეციალური ავტომატიზირებული ამწყობი ხაზით ხდება.

ადამიანის მოქმედება აღნიშნულ პროცესში, დაყვანილია მინიმუმადე. ამ პროცესში,ადამიანის ძირითადი მოვალეობა არის მეთვაყურეობა, სრული პროცესი იწერება კამერების საშუალებით და შედეგად რაიმე დეფექტის ან სისტემური ხარვეზის არსებობა თითქმის გამორიცხულია. ზემოთ ხსენებული OLED-ეკრანის მაქსიმალური ფართობი ამ ეტაპზე არის 250 სმ. კვ. , რომელიც ამ დროისთვის ყველა არსებულთა შორის უდიდესია.

წყარო:http://www.3dnews.ru/927203