გარკვეული ტექნოლოგიური წყაროებით ცნობილი ხდება, რომ კომპანია HTC გეგმავს მაჯის საათის გამოშვებას, რომლის დებიუტიც უახლოეს თვეებში შედგება.

იუწყებიან, რომ გაჯეტი იფუნქციონირებს ანდროიდის სისტემის ოპერაციულ სისტემაზე. მოწყობილობაზე ვარაუდობენ, რომ იქნება პრემიუმ დიზაინის.

ოფიციალური ინფორმაციით, სმარტ-ქრონომეტრს, ექნება მრგვალი დისპლეი, 360 × 360 პიქსელის გარჩევადობით, ოთხ ბირთვიანი პროცესორით, 512 მბ ოპერატიული მეხსიერებით და 4გბ მოცულობის ფლეშ მოდულით.
ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სიახლე, ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ისეთ ‘’ჭკვიან’’ საათებს, როგორიც არის Moto 360 და Huawei Watch . ასევე, შესაძლოა გაჯეტმა მიიღოს 3G/4G- მოდემი, იმისთვის ,რომ მოწყობილობამ მობილურ ინტერნეტზე იმუშაოს.
აღნიშნული საათის შესახებ უფრო დეტალური და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება, ნავარაუდევია 2016 წლის Mobile World Congress, კონგრესზე, რომელიც გაიმართება 22-25 თებერვალს, ბარსელონაში.

წყარო: http://www.3dnews.ru/927211