Amazon Fire TV 2 და ალექსა!

ორნაირად შეიძლება შევხედოთ Fire TV Box-ს, მეორე ვიდეო სთრიმის Box-s ამაზონისგან.

პირველი არის ის, რომ დიდი არაფერი შეცვლილა პირველი TV Box-დან მეორემდე. რეალურად უფრო მეტი და მეტი მოწყობილობები გამოაქვთ ბაზარზე, როგორებიცაა თვითონ ამაზონის Fire TV, Roku 4, Chromecast 2 და ახალი Apple TV.
მეორეს მხრივ, მეორე თაობის Amazon Fire TV-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გააუმჯობესა – ვიდეო რეზოლუცია, ვირტუალური დამხმარე და ენერგიის მოხმარება, რაც უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის ამ მოწყობილობას მომხმარებლისთვის.
წინა TV Box-ის გაუმჯობესება მეორემდე კარგი არის თუ 4K ტელევიზორი გაქვთ. ხოლო 100$ კი ნამდვილად კარგი ფასია ასეთი მოწყობილობისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც მეორე თაობას აქვს, არის ახალი 64 ბიტიანი MediaTek quad-core პროცესორი, რომელიც მხარს უჭერს 4K ვიდეოებს. ახალი ჩიპი, Snapdragon 600-ს ნაცვლად გაუმჯობესებული პროცესორი, ორჯერ ძლიერი GPU, ეს ყველაფერი Fire TV Box-ს ხდის სუპერ სწრაფ ვიდეო ფლეიერად.

am2

და რა თქმა უნდა, ალექსა! კიდევ ერთი სიახლე მეორე თაობის TV Box-ში. პირველისგან გასნხვავებით, რომელსაც ხმოვანი ბრძნაბებების შესრულება შეეძლო შავი გადასართავი მწყობილობიდან, მეორეში არის ალექსა, ვირტუალური დამხმარე, რომელიც ხალხს გააცნეს Amazon Echo Speaker-თან ერთად.
თქვენ შეგიძლიათ ალექსას თხოვოთ მოძებნოს ფილმი, შოუ, ვიდეო და თამაშები. კითხოთ ვინები არიან Madam Secretary-ს ვარსკვლავები, რა ამინდი იქნება სან ფრანცისკოში და დაამატებინოთ ნივთები ამაზონის შოპინგ ლისტში.
საერთო ჯამში Fire TV Box 2 არ არის საჩქარო პროდუქტი თუ მომხმარებელს უკვე აქვს პირველი და არ აქვს 4K ტელევიზორი, მაგრამ ამაზონის მოყვარეულებს რომლებიც გამოწერილი არიან Prime-ზე, ინახავენ ვიდეოებს, სურათებს და სიმღერებს ამაზონის ქლაუდზე და უნდათ 4K მხარდაჭერა, მათთვის ეს იდეალურია.

წყარო – The Verge theverge.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?