ვარაუდობენ, რომ კომპანია გუგლი გეგმავს, საკუთარი მოწყობილობების – ვირტუალური რეალობის (Virtual Reality, VR) შექმნას.ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს, ის ფაქტი რომ კომპანია, ეძებს სპეციალისტებს აღნიშნულ სფეროში.

შეგახსენებთ, რომ გუგლს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება, ვირტუალური რეალობის სფეროში. ამგვარად, 2014 წელს კომპანიამ დააანონსა VR- ჩაფხუტის Cardboard გამოშვება, რომლის გაკეთებაც, პირდაპირი გაგებით ხელთ არსებული მასალებით არის შესაძლებელი. ეს ქმნილება შედგება, მუყაოს კარკასისგან, წყვილი ამრეკლავი ლინზისგან, მაგნიტისგან და ერთგვარი წებოსგან (ე.წ. ფხრიწი). ამგვარი ჩაფხუტის ელექტრონულ ბაზად,გამოიყენება ანდროიდის სისტემით მომუშავე სმარტფონი.

წყაროებზე დაყრდნობით , გუგლს სჭირდება წამყვანი სპეციალისტები VR პროექტზე სამუშაოდ და პლატების დასაბეჭდად. კონკრეტულად რის პროექტირებას გეგმავს გიგანტური საძიებო სისტემა, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ აღნიშნულ სფეროში, მოღვაწე პირების ვარაუდით, ეს იქნება სწორედ ვირტუალური რეალობის შემქმნელი კამერა.

წინა პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუგლმა შექმნა ვირტუალური რეალობის კომპიუტერული ქვე განყოფილება. ამ განყოფილების მმართველად დაინიშნა კლეი ბეივორი, რომელიც მანამდე პროდუქტის მენეჯერი იყო და იღებდა მონაწილეობას ზემოთ ხსენებული მოწყობილობის Cardboard შემუშავებაში. ასე, რომ , როგორც ჩანს, კომპანია გუგლი სერიოზულად არის ორიენტირებული, ვირტუალური რეალობის პროდუქტებზე.

წყარო: http://www.3dnews.ru/927284