MITSUBISHI-მა შექმნა წყლის ანტენა

იაპონურმა კომპანიამ Mitsubishi შექმნა ანტენა SeaAerial, რომელიც მარილიან ზღვის წყალს იყენებს სიგნალების მიღებისა და გაცემის დროს.

ეს მოწყობილობა წარმოადგენს სპეციალურ ტუმბოს , რომელიც საჭირო წნევას ქმნის წყლის ნაკადის გამოდენისათვის. ზუსტად ეს ნაკადი თამაშობს ანტენის როლს.

Mitsubishi-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ SeaAerial ანტენების დაყენება შესაძლებელია როგორც ზღვის სანაპიროზე ასევე ღია ზღვაში.

antenaa

SeaAerial არის მსოფლიოში პირველი წყლის ანტენა, რომელსაც შეუძლია ციფრული სიგნალების მიღება ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ანტენის შესაქმნელად ინჟინრებს მოუწიათ ბევრი ცდების ჩატარება რათა წყლის ნაკადის ოპტიმალურ დიამეტრისათვის მიეკვლიათ.

Mitsubishi-ის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან რომ ეს გამოგონება დაიმსახურებს დიდ პოპულარობას. ანალოგებისგან განსხვავებით, წყლის ანტენა უფრო მობილურია , და მისი დაყენება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი სადაც ზღვის მარილიანი წყალია ხელმისაწვდომი.

წყარო: http://hi-news.ru/technology/mitsubishi-razrabotala-antennu-iz-vody.html

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?