Samsung-ის 21 თებერვალს MWC კონფერენციაზე სამ ფლაგმანურ სმარტფონს წარადგენს! 5.2 დიუმიანი იქნება ჩვეულებრივი S7, Edge ვარიანტი 5.5 დიუმიანი და Plus ვარიანტი 6 დიუმიანი. აღნიშნულ სმარტფონების ტექნიკურ მახასიათებლებზე დეტალურად ვისაუბრებ თანმიმდევრობით.

Galaxy S7

სმარტფონს 5.2 დიუმიანი ეკრანი ექნება იგივი ზომის კორპუსში, რაც Galaxy S6 აქვს ( აღნიშნულ მოდელს 5.1 დიუმიანი ეკრანი აქვს), Snapdragon 820-ის ჩიფსეტით აღნიშნული სმარტფონი გამოვა ამერიკის და ჩინეთის ბაზრისთვის, Exynos 8-ის ჩიფსეტით გამოვა ევროპის და აზიის ბაზრისთვის! სმარტფონს 4 გიგაბაიტიანი კიდევ უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერება ექნება, შესანახი მეხსიერება 32 და 64 გიგაბაიტიანი ვარიანტებით იქნება (აქ თქვენ შეგეძლებათ მეხსიერების გაზრდა მხოლოდ აღნიშნულ მოდელზე). რაც შეეხება კამერას, ის Sony-ს წარმოებული 20 მეგაპიქსელიანი IMX300 იქნება, რომელიც პირველად Xperia Z5-ის სერიაზე შეგვხდა, თუმცა იქ 23 მეგაპიქსელიანი რეზოლუციით არის, სინამდვილეში აღნიშნული სენსორი 24.8 მეგაპიქსელიანია.

Galaxy S7 Edge

აღნიშნულ მოდელს როგორი ეკრანიც ექნება ალბათ უკვე ხვდებით, თუმცა ამჯერად ეკრანის ზომა 5.5 დიუმამდე გაიარდა, ტექნიკური მახასიათებლებით იდენტურია S7-ის, თუმცა არა აქვს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა.

Galaxy S7 Plus

აღნიშნული მოდელიც ტექნიკური მახასიათებლებით S7-ის იდენტური იქნება, თუმცა 6 დიუმიანი ეკრანით, 4000 მილიამპერიანი ბატარიით და არ ექნება მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა.

ესეც ფოტო ჩვენი ექსკუზივიდან, რომელიც მოგვაწოდა Shai Mizrachi-მ ისრაელიდან, რომელიც მოღვაწეობს ტექნოლოგიურ სფეროში.

samsung-galaxy-s6-vs-s6-edge-aa-21-of-39-840x473

Exclusive-Galaxy-S7-Leak-Shai-Mizrachi

წყარო: 21c.ge
ვასილ კოპაძე