Samsung  galaxy   S6

Samsung galaxy s6 მისი შეფასებისას შეიძლება იფიქრო თუ როგორ შეიძლება მისი დახასიათება: ძლიერი, განსხვავებული, სრულყოფილი, ასე, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიდი სიახლე და დიდი სიურპრიზი სამსუნგის მომხმარებლისათვის და არა მარტო მათთვის.
ახალი galaxy დამზადებულია განსხვავებული მასალით და დიზაინით. გაუმჯობესებული მახასიათებლების და გამარტივებული პროგრამული უზრუნველყოფის შედეგი არის უკვე ჩვენი sansung galaxy S6-ი. galaxy s6-ი მძლავრი მეტალისა და მინის კონსტრუქციის მქონე პროდუქტია, ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც მუშაობს 14 ნანომეტრიან ჩიფსეტზე. აღჭურვილია HD-ი ეკრანით და უამრავი თანამედროვე ფუნქციით. მაგ: ანაბეჭდების სკანერი, უსადენო დამტენი, ჩაშენებული საგადახდო სისტემა და ა.შ. ეს ყველაფერი მოთავსსებულია კორპუსში, რომელიც ipon 6 თან 0,1 მმ-ით თხელია.

galaxy S6 ხელში სასიამოვნოდ თავსდება.

თავსდება. ამ ყველაფერს , რა თქმა უნდა, აქვს უაროფითი მხარეც, მინით დაფარული კორპუსი საჭიროებს მეტ მოფრთხილებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი მყარი მინითაა დაფარული მაინც არ არის სასურველი მისი ზედმეტად დატვირთვა.
ზომები Galaxy 6-ში შესანიშნავადაა დაბალანსებული, სმარტფონი თხელია, დეტალები კი მოსახერხებლად განლაგებული. ოპერატიული მეხსიერება არის 3GB – LPDDR4.
სმარტფონში მოთავსებულია 5.1 ინჩიანი Super AMOLED ეკრანი 1440 x 2560 რეზოლუციით, თითოეულ ინჩზე 577 პიქსელ სიმჭიდროვე. ეკრანის ტექნიკური მახასიათებლებიც ნამდვილად იმსახურებენ მაღალ შეფასებას. მგონი არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა სმარტფონების ბაზარზე.
8 ბირთვიანი პროცესორი Exynos 7420, რომელიც გამოირჩევა 64 ბიტიანი და 14 ნანომეტრიანი არქიტექტურით. პროცესორის სიხშირეები 4 მაღალი წარმადობის ბირთვზე 2.1 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაგანაწილებულია ბალი წარმადობის ბირთვზე 1.5 გიგაჰერც სიხშირით გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-T760. საუბრის რეჟიმში მისი ბატარეა 17.5 საათს ძლებს. 3G რეჟიმში კი 9 საათს.

კამერა samsung-ის სმარტფონებში ყოველთვის იყო ძლიერი მხარე. S6-ში გვხვდება 16 მეგაპიქსელიანი კამერა. ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელია, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხედვის კუთხეს.

სმარტფონების ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია ანდროიდ 5.0 ვერსია.

მართალია იგი აღჭურვილი არ არის წყლისგან და მტვრისგან დაცვით, მაგრამ თანამედროვე ბაზრის კვლევები აჩვენებს, რომ იმპერიალური რიგის სმარტფონის მფლობელები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ მას. ასევე სმარტფონებს არ აქვთ მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა. ასე, რომ თქვენთვის კარგი იქნება თუ წყალში ჩასვლისას გაიხსენებთ რომ თქვენი სმარტფონი არათავსებადია წყალთან.

..

ავტორი: ანა არაქელიანი
წყარო: www.theverge.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?