Samsung ამზადებს ახალ სმარტფონს Galaxy A9-ს, რომელიც დეკემბერში ან იანვარში CES კონფერენციაზე უნდა დაანონსდეს.

სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 620-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი ცენტრალური ბროცესორით (აქედან 4 ბირთვი იქნება მაღალი წარმადობის Cortex A72-ის არქიტექტურის) და Adreno 510-ის გრაფიკით.

სმარტფონს აგრეთვე ექნება 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის 2.5D ეკრანი, 13 მეგაპიქსელიანი კამერა 4K ვიდეო გადაღებით,F1.9 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციით, 8 მეგაპიქსელი წინა კამერა, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით, თითის ანაბეჭდის სკანერი და 4000 მილიამპერიანი ბატარეა.

სმარტოფონი სიგრძეში 161.7 მილიმეტრი იქნება, სიგანეში 80.86 მილიმეტრი და სისქეში 7.29 მილიმეტრი.

დიზაინით იდენტურია 2016 წლის Galaxy A სერიის.samsung-galaxy-a9-2016-5

samsung-galaxy-a9-2016-6

samsung-galaxy-a9-2016-7

წყარო: 21c.ge
ვასილ კოპაძე