RENGE   ROVER

RENGE ROVER- მა ქარმოადგინა თავისი ახალი მანქანა, რომელიც ძველ მოდელებთან შედარებით 420 კილოგრამით მსუბუქია.

ავტომობილის მთავარი ელემენტია განიერი და მდიდრული ინტერიერი. ასევე აღსანიშნავია აუდიო სისტემა, თანამედროვე მაღალრეზოლუციური დისპლეი და რვა დიუმიანი სენსორული ეკრანი ორმაგი ხედვის ფუნქციით. ოთხ ზონიანი კლიმატკონტროლის სისტემა და ტაიმერიანი გამათბობელი მოწყობილობა.

ასევე განახლებული სავარძელი მრავალრეჟიმიანი მასაჟით. მანქანა აღჭურვილია სენსორებით და კამერებით. საბარგული იღება ორ ნაწილად და საკმაოდ დიდი მოცულობისაა. აქ ნამდვილად ყველა პირობაა შექმნილი კომფორტისთ

..

ახალ მოდელს აქვს ელეგანტური ფორმა, რომელიც წარმოიშვა რენჯროვერის დიზაინის შტრიხების ინტერპრეტაციით. მისი გარეგნობა აშკარად განსხვავებული და გემოვნებიანია.
5 მეტრამდე სიგრძის მქონე ახალ რენჯროვერს აქვს ძველი მოდელების მსგავსი კვალი, მაგრამ იგი გამოირჩევა უფრო გლუვი და მარტივი პროფილით.

..

LUMMA-ს ძრავის მოცულობაა 5 ლიტრი, V ტიპის 8 ცილინდრიანი და მას აქვს 530 ცხენის ძალა. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ამ მანქანით გაგიჭირდებათ სიარული ცუდ გზებზე, ეს არის ქალაქში სწორ გზაზე სასვლელი მანქანა. ასევე საინტერესო და ძალიან დადებითია მისი ეკო ღილაკი. მაგალითად თუ თქვენ გაჩერდით შუქნიშანზე, ძრავა თავისით ჩაქრება და წასვლის დროს საკმარისია მხოლოდ აქსელერატორს დავაწვეთ და ყოველგვარი დაქოქვის გარეშე მანქანა დაიქოქება და წავა თვითონ. რანჯროვერი ისე განაახლეს რომ მძღოლი გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილია და ავტომობილმა ნამდვილად დააკმაყოფილა მდიდრული ავტომობილების სტანდარტი.

..

..

ავტორი: ანა არაქელიანი
წყარო: www.theverge.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?