კომპანია SAMSUNG-მა გამოუშვა 16 ტერაბაიტიანი SSD დისკი

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კვლავ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამჯერად მან წარმოადგინა ყველაზე დიდი მოცულობის SSD- მეხსიერების შემნახველი. ბევრმა ჩვენთაგანმა უკვე გამოცადა თავის თავზე ამ მოწყობილობის ყველა დადებითი მხარე, კერძოდ ერთ ერთი უმთავრესი, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე. SSD- მეხსიერების ორი უმთავრესი ნაკლი იმაშია რომ, ღირს ძალიან ძვირი და მცირე მოცულობა გააჩნია. კომპანია სამსუნგმა შეძლო ამ პრობლემების გადალახვა.

ssd

დღეს დღეისობით ყველაზე ძლიერ HDD- მეხსიერების შემნახველსაც კი მაქსიმალური მოცულობა აქვს 8-10 ტერაბაიტი. ამიტომ 16 ტერაბაიტიანი SSD დისკი ძალზედ მიმზიდველი ჩანს. Samsung – მა ასეთ მოცულობას მიაღწია ახალი 3D ინფორმაციის შემნახველი ტექნოლოგიისა და 256 გიგაბაიტიანი NAND ჩიპების წყალობით. სამხრეთკორეულმა კომპანიამ ასევე წარმოადგინა სერვერი, რომელშიც 48 ასეთი დისკი დევს. ერთ წამში ასეთ სერვერს შეუძლია 2 მილიონამდე ოპერაციის შესრულება( მონაცემთა შეტანა-გატანა).

SSD შემნახველი არის 2,5 დიუმის ზომის, მაგრამ მაინც საგრძნობლად უფრო სქელი ჩანს, ვიდრე დისკები რომლებსაც ამჟამად ლეპტოპებში იყენებენ. Samsung ჯერ არ იძახის მის ფასს, თუმცა ბევრი სპეციალისტის ვარაუდით მისი ფასი იქნება დაახლოებით 5 ათასი დოლარი. ცნობისთვის, 2,5 ტერაბაიტიანი SSD მეხსიერების ფასი ამჟამად ათას დოლარამდე აღწევს.

წყარო: http://hi-news.ru/technology/page/11

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?