ჰოლოგრამული შუქნიშნის შესახებ იდეა, კორეელ დიზაინერს ლი ხანიუნს მოუვიდა

მან ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას, მძღოლები, განზრახ თუ უნებლიეთ ან თუნდაც არათვალსაჩინოების გამო, რომელსაც შუქნიშნებთან არსებული მდგომარეობა ქმნის არასწორად დაპარკინგებული მანქანებისა და სხვა ბანერების გამო არ ემორჩილებოდნენ ელექტრულ მარეგულირებელს, რის შედეგადაც ავტო საგზაო შემთხვევები ხშირი იყო.

სწორედ ამ ფაქტის გამოსასწორებლად გამოთქვა მან ლაზერული შუქნიშნის შექმნის იდეა, ანუ ,,ვირტუალური ეკრანი”, რომელიც პროეცირებული იქნება ავტომობილის წინ და დემონსტრირებას გაუწევს წითელი ფერის ჰოლოგრაფიული სურათს. ფსიქოლოგიურად ასეთი დაბრკოლების გავლა არც თუ ისე ადვილია, ამასთან ნათელი “კედელი” ადვილად არის შესამჩნევი ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ეს იდეა თავიდან მხოლოდ ვირტუალურ პროექტად მოისაზრებოდა, თუმცა ავტორი ხსნიდა, რომ მისი რეალიზება საკმაოდ ადვილი იყო, ამასთანავე მისი ენერგიის მოხმარების ხარჯი კი ბევრად ნაკლები ელექტრულ მარეგულირებელზე.

“ვირტუალურ კედელს” უკუთვისებებიც აღმოაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ “STOP” ნიშნისა და ქვეითების სილუეტის ჰოლოგრაფიული გამოსახულება ნაწილობრივ ზღუდავს მხედველობის არეალს, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტზე – მაგალითად სასწრაფოს მძღოლმა ამის გამო შესაძლოა ვერ დინახოს გზაზე გადამსვლელი ქვეითები, ხოლო ქვეითებმა მოახლოებული ავტომობილი.

დღეს ე.წ. ვირტუალური ეკრანის კომერციული მოხმარებით არ სარგებლობს, თუმცა მისი რეალიზება მოხერხდა და რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებს.

რეალიზებული სახე