ბლეიდი Nano QX RTF საფრენი მოწყობილობა

ბლეიდი NANO QX RTF არის მარტივი საფრენი მოწყობილობა და ასევე გასართობიც. შექმნილია ფრენისათვის გადახურულ ადგილას (ასევე გარეთაც). ეს უპილოტო თვითმფრინავი ღირს 90$ არის საკმაოდ გამძლე დამწყებთათვის მაგრამ საკმაოდ სწრაფია ტრიუკების გაკეთებისას ფრენის დროს. ის არის მოქნილი კარგი დიზაინით, NANO QX თავისი დიზაინის გამო ვერ გატეხავს საგნებს და თვითონაც არ დაზიანდება ადვილად დაჯახების დროს.
დიზაინი
ბლეიდი NANO QX RTF (ready to fly–მზად ფრენისათვის) მფრინავი მოწყობილობაა. იმისთვის რომ ეს გაფრინდეს, გჭირდება ჩატვირთო და ჩადო მასში ბატარეა. ამ ფრინავი მოწყობილობის დიზაინი მარტივია, ჩარჩო დამზადებულია ერთი ცალი პლასტმასისგან და ერთი მიკროსქემის დაფა აქვს. ამ დრონებს ბატარეა უმაგრდებათ ქვემოთ. ეს ჩარჩო დამზადებულია მსუბუქი პლასტმასისგან, მაგრამ ეს საკმაოდ მყარია რათა გაუძლოს ყველანაირ შეჯახებას და არ დაზიანდეს. პატარა პლასტმასის ნაწილები, რომლის საშუალებითაც დაფრინავს ეს დრონი, გაჭიმულია ჩარჩოდან გარეთ 4 მოძრავი პროპელერი(ზოგ დრონს მეტი აქვს). ბლეიდი ნანო QX, დისტანციული პულტით იმართება, როდესაც დაკარგავ თითებით მანევრირებას ეს რათქმაუნდა გამოიწვევს დრონის ავარიას. ბატარეა არის პატარა, 150 mAh ლითიუმ–პოლიმერის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს, დრონის, დაახლოებით 7 წუთი ფრენის დროს. დრონი იტენება USB დამტენითაც და დაახლოებით 25 წუთი სჭირდება რომ სრულად დაიტენოს. ზოგ დრონს ვიდეოს ან ფოტოს გადაღება შეუძლია, ვიდეო შეიძლება მასში იყოს ჩაშენებული.

მაკონტროლებლები
NANO QX კონტროლდება დისტანციური პულტით, ჰგავს Xbox კონტროლერს. დისტანციური პულტზე არსებული ორი ჯოხის მოძრაობით წაიყვან საითკენაც გინდა მარჯვნივ ან მარცხნივ ან წინ და უკან. დრონის დისტანციული პულტით გადასაადგილებლად არ არის რთული, მას სჭირდება მცირე ძალა გადასაადგილებლად. დისტანციული პულტის ორ ჯოხს შორის შუაში არის ავარიული გამომრთველი, რომელიც აბრუნებს მარჯვნის ან მარცხნივ, სიგნალს იღებს წითელი LED–დან. ეს პულტი იყენებს 4 AA ბატარეებს. ასევე ახლა კიდევ უფრო განვითარებულია დრონების კონტროლი და იმართება მაჯაზე დამაგრებული სპეციალური სამაჯურით, რომელიც ხელის მოძრაობით აკონტროლებს დრონს.


ფრენა
NANO QX არის სახალისო საფრენი მოწყობილობაც. მას შეუძლია საკმაოდ სწრაფად ასვლა სიმაღლეზე. კომპანია არ გვთავაზობს მაქსიმალური სიმაღლის შეზღუდვას. როდესაც პირველად დააკავშირებ ბატარეას ლურჯ LED–ს ნანო QX ციმციმებს მანამ სანამ არ დადებ სწორ ზედაპირზე. ნანო QX იყენებს იგივე დონის გამოვლინებას, რომელსაც უძახიან სენსონური დამხმარე მფრინავ კონვერტორს ანუ SAFE ( Sensor Assisted Flight Envelope). ფრენისას, როდესაც არ შეეხები კონტროლერს. ის მუშაობს კარგად: NANO QX შეძლებს ფრენას თუ გათიშავ კონტროლისაგან ანუ კონტროლის გარეშეც შეუძლია ფრენა.
დისტანციულ კონტროლერს აქვს 40 ფეხი, რომელიც არის შესაფერისი პატარა თვითმფრინავისათვის, რომელიც განკუთვნილია გადახურულ ადგილას საფრენად. მიუხედავად იმისა, რომ მისი წონა მხოლოდ 0,58 უნციაა, ის შეიძლება მანევრირების დროს ფრენისას, მცირე ქარის დროს დაზიანდეს (ვერ შეძლებს ქარს წინააღმდეგობა გაუწიოს).
ადრე თუ გვიან ნებისმიერი დრონი შეიძლება გაფუჭდეს და მნიშვნელოვანია, რომ მარტივად შეკეთდეს. NANO QX შეიცავს ოთხ სათადარიგო როტორს(ტურბინის, ელექტროძრავის მბრუნავი ნაწილი). ყველაზე ხშირად ეს ნაწილი ტყდება და არის მარტივი მისი გამოცვლა. ეს არ მოითხოვს ინსტრუმენტებს, თუ ის გაფუჭდა ის დაეშვება იმავე ადგილზე თვითონვე.

ბატარეა
NANO QX აქვს საკმაოდ მოკლე ბატარეის ხანგრძლივობა, მისი ხანგრძლივობა 7 წუთამდე ძლებს. ეს პატარა მოწყობილობა გასართობიც არის.
როტორები–4; ბატარეის ზომა–150mAh, 4AA–დისტანციული პულტი; ბატარეას ხანგრძლივობა– 7/8 წუთი, ზომა– 5.5 x 1.97 ინჩი; წონა–0.58 უნცია.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=XdlmoLAbbiQ
გამოყენებული წყარო: http://www.tomsguide.com/us/blade-nano-qx-rtf-drone,review-2932.html
ზურაბი ჩიხლაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?