აიფოუნ 7-ის შესახებ

კომპანია Apple-ის პროდუქციას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე გამორჩეულები არიან ისინი ვინც მათი მობილური სმარტფონებით იწონებენ თავს. ჩვენ უკვე ვნახეთ აიფონის რამდენიმე მოდელი, მაგრამ მომხმარებლები მაინც სულ მოუთქმელად ელოდებიან ახალი აიფონ შვიდის გამოსვლას. ტრადიციულად Apple აიფონის ახალ მოდელს ალბათ 2016 წლის ოქტომბრის თვეში წარმოადგენს. აიფონების წარმოების ისტორიის მიხედვით,ერთ წელს იცვლება დიზაინი, როგორც მოხდა აიფონ 4, 5 და 6 ის შემთხვევაში, შემდეგ ემატება ახალი მოდელი და აიფონი ირგებს S- ის სახელს (4S, 5S, 6S).

Iphone 7

აიფონ 6S უკვე ვიხილეთ, ანუ რიგში წესით და რიგით უნდა იყოს აიფონ 7, თუმცა არაა გამორიცხული Apple-ის კრეატიულმა ჟგუფმა რაიმე ახალიც შემოგვთავაზონ.

ას
სანამ ოფიციალურად გამოსულა აიფონის ახალი მოდელი იქამდე პრესაში უკვე აქტიურად იწერება თუ რა მახასიათებლები ექნება ახალ სმარტფონს.ზოგიერთების აზრით ახალი აიფონი იქნება წყალგაუმტარი, სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება აიფონის თვალების ბრიალით კონტროლი. წინა კამერა დააფიქსირებს თვალის გუგების მოძრაობას და შესაბამისად მოიქცევა. მაგალითად, შეტყობინებას მხოლოდ მაშინ ააციმციმებს, როცა ეკრანს შეხედავთ. ფერადი აიფონ 5C -ს შემდეგ შეიძლება ბაზარზე “აიფონ მინი” გამოჩნდეს, რომელიც იქნება განსხვავებული ვერსია აიფონ 7-ს. ვერც ერთი აიფონის ეკრანი ვერ დაიკვეხნის გამძლეობით, ამიტომ მომხმარებლები ფიქრობენ რომ ამ ახალ მოდელში ტექნიკოსები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან. დიზაინის ცვლილებას რაც შეეხება, დიდი ალბათობით “home button” -ს გაზრდილი ეკრანი ჩაანაცვლებს და თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქციას, აიფონის უეკრანო სივრცე აითვისებს.

ასდ

ავტორი: გიორგი ხუფენია

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?