ფოტორატორი

ფოტორატორი არის ქართული პროდუქტი,რომლის შემქნელი არის გაბო მელივა.ეს არის მოწყობილობა რომელიც საშვალებას გვაძლევს გადავიღოთ და დავბეჭდოთ ფოტოები სწრაფად, მარტივად და კომპაქტურად.

ფოტორატორი-fotoratorშეგვიძლია ინსტაგრამიდან ფოტეობის დაბეჭდვა,ამისთვის საჭიროა მხოლოდ გავიაროთ მოწყობილობით ავტორიზაცია, ამოვრიჩიოთ ჩვენთის სასურველი ფოტო,გადავიხადოთ მცირე თანხა და დავბეჭდოთ ის.
ასევე შეგვიძლია ბლუთუზის გამოყენებით გადავიტანოთ ფოტო მოწყობილობაში და დავბეჭდოთ.
და რაც მტავარია ფოტორატორს აქვს კამერა,რის საშვალებითაც შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო,ფოტოს გადაღებისას შეგვიძია რა თქმა უნდა აპარატი ჩვენთვის სასურველ ადგილას მივაბრუნოთ და სხვადასხვა ხედით გადავიღოთ ფოტოები,ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა დავბეჭდოთ.

გაბო-მელივა-ფოტორატორი
ფოტორატორი გათვლილია ძირითადად დამოუკიდებელ მოხმარებაზე, შეგვიძლია დავაყენოთ ქუჩაში,როგორც თვითმომსახურების აპარატი,სასტუმროში შეგვიძლია დაყენება, ფასტფუდებში და ასე შემდეგ.

ანუ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ როგორც დამატაებითი შემოსავალი და ასევე როგორც დამატებიოთი სერვისი.
კამერის შემთხვევაში,როდესაც ვიღებთ ფოტოს,მოწყობილობა 4 ფოტოს გადაგვიღებს,შემდეგ ვირჩევთ რომელი ფოტოც მოგვეწონება,მცირე რედაქტირებას ვუკეთებთ,ვიხდით თანხას,რომელიც შეგვიძლია გადავიხადოთ როგორც ქაღალდის და ხურდა ფულით,ასევე პლასტიკური ბარათითაც,აღსანიშნავია რომ ფოტორატორს შეუძლია ხურდის დაბრუნება,რაც მართლაც ძალიან სასარგებლო ფუნქციაა,თანხის გადახდის შემდეგ ფოტორატორი გვიბეჭდავს ფოტოს.ფოტოს დაბეჭდვა ხდება 10 წამში.

22
ინსტაგრამიდან დაბეჭდვის შემთხვევაში,მომხმარებელი ფოტორატოში ირჩევს ინსტაგრამის მოდულს,შეყავს მომხმარებლის სახელი ან ჰეშთეგი,ამის შემდეგ ეკრანზე გამოდის მისი ალბომის სრული სია,ირჩევს ფოტოს და ბეჭდავს.
ფოტორატორი განკუთვნილია ისეთი ადგილებისთვის,სადაც ადამიანი მიდის დასასვენებლად და იქ მოგონებებს ქმნის,სასტუმროში თუკი იქნება ასეთი მოწყობილობა,ის დაბეჭდავს 10 წამში ფოტოს და მის კარგ განწყობას აღბეჭდავს ფოტოზე ,რომელსაც ხელში დაიჭერს სულ მცირე ხანში.
ფოტორატორი მუშაობს ლინუქს პროგრამაზე,მოწყობილობაში ფოტოს დასაბეჭდათ გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოტოპრინტერები,არ ჭირდება მას არანაირი კარტრიჯი,აქვს რულონის ტიპის ფურცლები,რაც გამოსაცვლელად ძალაინ მარტივია.ასევე გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მონიტორს,ის არის მტვერგამძლე,წყალგამძლე.
დიზაინს რაც შეეხება,ის შექმნილია ზვიად ციკოლიას მიერ.

hqdefault
მოწყობილობა უკვე გაიყიდა სხვადასხვა ქვეყანაში,მათ შორის რუსეთში,დუბაიში,ესპანეთში.საქართველოში ფოტორატორები ჯერ არ არის განთავსებული,თუმცა სულ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ თბილისის რამდენიმე ქუჩაში მის გამოჩენას.
ბოლოსთვის მინდა ვთქვა,რომ ეს არის წარმატებული ქართული პროდუქტი, რომელიც აუცილებლად მოიპოვებს პოპულარობობას სხვადასხვა ქვეყნებში.

გამოყენებული წყაროები:

http://vegalab.ge/ge/project/id/4/inovaciuri-fotobechvdis-kioski

http://www.marketer.ge/tag/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98/

http://kar.ge/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-fotorator-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/

http://fotorator.com/

სტატია მოამზადა: გიგა კობახიძემ

 

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?